https://sputnik-georgia.com/20220509/sartavas-qucaze-avariasi-dasavebuli-bavsvis-gadasarcenad-naxevari-milioni-dolaria-sawiro-266539600.html
შარტავას ქუჩაზე ავარიაში დაშავებული ბავშვის გადასარჩენად ნახევარი მილიონი დოლარია საჭირო
შარტავას ქუჩაზე ავარიაში დაშავებული ბავშვის გადასარჩენად ნახევარი მილიონი დოლარია საჭირო
Sputnik საქართველო
ბიჭს ესაჭიროება სარეაბილიტაციო კურსი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული
2022-05-09T20:07+0400
2022-05-09T20:07+0400
2022-05-09T20:08+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22867/73/228677311_1319:258:3072:1244_1920x0_80_0_0_a18ca81a92d0b9ccb8e9316c5a52617f.jpg
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები უგროვებენ თანხას 8 წლის თბილისელ მოსწავლე დათის, რომელიც 31 მარტს შარტავას ქუჩაზე ავარიის მსხვერპლი გახდა - ამ ეტაპზე ბიჭის სამკურნალოდ ნახევარი მილიონი დოლარია საჭირო.31 მარტს, დღის პირველ ნახევარში დიდი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილი შარტავას ქუჩაზე ტროტუარზე მდგომ მოზარდს დაეჯახა. ბავშვი თავის სახლთან ახლოს სასკოლო ავტობუსს ელოდებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანმა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.მოზარდი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მრავალსაათიანი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ძალისხმევის მიუხედავად, ბავშვს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.დათი ქოქრაშვილი სამკურნალოდ მიიწვიეს ისრაელის მედიკოსებმა კლინიკიდან SHEBA HOSPITAL. საჭირო თანხას ბიჭის ახლობლები სოციალური ქსელების მომხმარებლებთან ერთად აგროვებდნენ.დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ შემდეგ რეკვიზიტზე:მიმღები - ბიჭის დედა ქრისტინა მამუკაშვილი.რაც შეეხება დამნაშავეს, ის თავის სასამართლო პროცესს ციხეში ელოდება. ბრალდებულმა თავისი ბრალი სრულად აღიარა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/22867/73/228677311_1764:296:3072:1277_1920x0_80_0_0_8953183979282d227471c5ee8d176bed.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
შარტავა ქუჩა ავარია ბავშვი გადარჩენა ნახევარი მილიონი დოლარი დათი ქოქრაშვილი
შარტავა ქუჩა ავარია ბავშვი გადარჩენა ნახევარი მილიონი დოლარი დათი ქოქრაშვილი
შარტავას ქუჩაზე ავარიაში დაშავებული ბავშვის გადასარჩენად ნახევარი მილიონი დოლარია საჭირო
20:07 09.05.2022 (განახლებულია: 20:08 09.05.2022) ბიჭს ესაჭიროება სარეაბილიტაციო კურსი ისრაელის ერთ-ერთ კლინიკაში, რაც დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. სოციალური ქსელების ქართველი მომხმარებლები უგროვებენ თანხას 8 წლის თბილისელ მოსწავლე დათის, რომელიც 31 მარტს შარტავას ქუჩაზე ავარიის მსხვერპლი გახდა - ამ ეტაპზე ბიჭის სამკურნალოდ ნახევარი მილიონი დოლარია საჭირო.
31 მარტს, დღის პირველ ნახევარში დიდი სიჩქარით მოძრავი BMW-ს მარკის ავტომობილი შარტავას ქუჩაზე ტროტუარზე მდგომ მოზარდს დაეჯახა. ბავშვი თავის სახლთან ახლოს სასკოლო ავტობუსს ელოდებოდა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად არასრულწლოვანმა ჯანმრთელობის მძიმე ხარისხის დაზიანებები მიიღო.
მოზარდი იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს, სადაც მრავალსაათიანი ურთულესი ოპერაცია ჩაუტარდა. მედიკოსების ძალისხმევის მიუხედავად, ბავშვს მარჯვენა ფეხის ამპუტაცია ჩაუტარდა.
დათი ქოქრაშვილი სამკურნალოდ მიიწვიეს ისრაელის მედიკოსებმა კლინიკიდან SHEBA HOSPITAL. საჭირო თანხას ბიჭის ახლობლები სოციალური ქსელების მომხმარებლებთან ერთად აგროვებდნენ.
დახმარების მსურველებს შეუძლიათ თანხა გადარიცხონ შემდეგ რეკვიზიტზე:
TBC: #GE05TB7962745064300024
BOG: #GE90BG0000000101545483
მიმღები - ბიჭის დედა ქრისტინა მამუკაშვილი.
რაც შეეხება დამნაშავეს, ის თავის სასამართლო პროცესს ციხეში ელოდება. ბრალდებულმა თავისი ბრალი სრულად აღიარა.