საქართველოში მარტოხელა მშობლის სტატუსის მინიჭების პირობების გაფართოება იგეგმება

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმიწისქვეშა გადასასვლელი რუსთაველის გამზირზე
მიწისქვეშა გადასასვლელი რუსთაველის გამზირზე - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2022
გამოწერა
ცვლილებები შეეხება ასევე მარტოხელა მშობლებისთვის გათვალისწინებულ შეღავათებს
თბილისი, 9 მაისი - Sputnik. იმ პირობების ჩამონათვალი, რომელთა საფუძველზეც მშობელს მარტოხელა დედის ან მარტოხელა მამის სტატუსი ენიჭება, გაფართოვდება. შესაბამისი ცვლილებები საქართველოს სამოქალაქო კოდექსში შევა.
კანონპროექტი განმარტავს, რომ მარტოხელა დედა ან მამა არის ის, ვისაც 18 წლამდე ასაკის შვილი ჰყავს და არასრულწლოვანის დაბადების აქტის ჩანაწერი არ შეიცავს ინფორმაციას მეორე მშობელზე. იგივე ეხება პირებს, რომლებმაც იშვილეს 18 წლამდე ასაკის ბავშვი და არასრულწლოვანის დაბადების აქტის ჩანაწერში ცარიელია მეორე მშობლის შესახებ გრაფა.
გარდა ამისა, სტატუსი ენიჭება პირს, თუ არასრულწლოვანის მეორე მშობელი გარდაიცვალა, გამოცხადდა გარდაცვლილად ან უგზო-უკვლოდ დაკარგულად, ასევე თუ მეორე მშობელს ჩამორთმეული აქვს მშობლის უფლებები და მოვალეობები.
ცვლილებები შეეხება შეღავათებსაც, რომლებიც მარტოხელა მშობლებისთვისაა გათვალისწინებული. კერძოდ, მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, საშემოსავლო გადასახადით არ იბეგრება მარტოხელა დედის შემოსავალი, რომელიც წელიწადში 3 ათას ლარს არ აღემატება. ცვლილებების თანახმად, აღნიშნული შეღავათი გავრცელდება მარტოხელა მამებზეც.
ყველა ახალი ამბავი
0