საქართველო მეორე მსოფლიო ომში - ციფრები

გამოწერა
ქართველმა სამხედროებმა საბჭოთა არმიის რიგებში მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანეს მეორე მსოფლიო ომში ფაშიზმზე გამარჯვებაში.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მონაცემებით, საქართველოდან ფრონტზე დაახლოებით 700 ათასი მებრძოლი წავიდა, მათგან შინ მხოლოდ 300 ათასი დაბრუნდა. ათობით ათასი პირი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.
მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
დღეისთვის საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 172 ვეტერანი ცხოვრობს, მათგან 131 – თბილისში.
ყოველ წლის 9 მაისს საქართველოში ფაშიზმზე გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იმართება. ამ დღეს თბილისში ვეტერანები და რიგითი მოქალაქეები, როგორც წესი, ვაკის პარკში, უცნობი ჯარისკაცის მემორიალთან იკრიბებიან. თუმცა, ვაკის პარკში მიმდინარე სარემონტო სამუშაოების გამო, გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები იქ არ გაიმართება. წელს მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ხსოვნისათვის პატივის მიგება ვეტერანთა კულტურისა და დასვენების (კიკვიძის) პარკშია შესაძლებელი.
ყველა ახალი ამბავი
0