საგარეო უწყება: სამხრეთ ოსეთში ჩატარებული არჩევნები უკანონოა

© photo: Sputnik / Stringer
  - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2022
გამოწერა
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ სამხრეთ ოსეთის (ცხინვალის რეგიონი) დე-ფაქტო პრეზიდენტის არჩევნების გამართვასთან დაკავშირებით განცხადება გაავრცელა.
8 მაისს სამხრეთ ოსეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა, რომელშიც გაიმარჯვა ალან გაგლოევმა. ჯერ კიდევ მოქმედმა დე-ფაქტო პრეზიდენტმა ანატოლი ბიბილოვმა უკვე აღიარა დამარცხება და კონკურენტს გამარჯვება მიულოცა.
„მსგავსი უკანონო ქმედებები ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტურ პრინციპებსა და ნორმებს“, - ნათქვამია განცხადებაში.
როგორც უწყებაში აღნიშნავენ, ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე არჩევნებს რაიმე სამართლებრივი შედეგები არ ექნება.
საქართველომ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონზე კონტროლი 1990-იანი წლების დასაწყისში დაკარგა, ხოლო 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ რუსეთმა მათი დამოუკიდებლობა აღიარა.
ყველა ახალი ამბავი
0