ქართველი კომუნისტები გორში საპროტესტო აქციაზე დააჯარიმეს

© photo: Sputnikთემურ ფიფია
თემურ ფიფია - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2022
გამოწერა
აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა და მშვიდობიანი პოლიტიკის მხარდაჭერა იყო.
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. „საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის" წარმომადგენლები ქალაქ გორში გამართულ საპროტესტო აქციაზე გამარჯვების დროშის გამო დააჯარიმეს, - განუცხადა Sputnik-საქართველოს პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, აქციის ორგანიზატორმა თემურ ფიფიამ.
ორშაბათს, ქართველი კომუნისტების აქციაზე, რომელშიც 150-მდე ადამიანი მონაწილეობდა, პოლიციამ სამი პირი - ფიფია და კიდევ ორი მონაწილე დააკავა, რომელთაგან ერთი რუსეთის ფედერაციის მოქალაქეა.
„მათ ჩათვალეს, რომ ეს კომუნისტური სიმბოლიკაა. პოლიციამ მოითხოვა, რომ დროშა მოგვეშორებინა, მაგრამ მონაწილეები არ დაემორჩილნენ, მე და კიდევ ერთი მონაწილე დაგვაჯარიმეს, რუსეთის ფედერაციის მოქალაქეს კი გაფრთხილება მისცეს. მე თვითონ დროშა არ მეჭირა, მაგრამ როგორც ორგანიზატორი, დამაჯარიმეს“, - განმარტა ფიფიამ.
ფიფიამ აღნიშნა, რომ აქციის წინა დღეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გააფრთხილა ის, როგორც მიტინგის ორგანიზატორი, რომ არ გამოეყენებინა კომუნისტური სიმბოლიკა.
დღეის მდგომარეობით საქართველოში „თავისუფლების ქარტია“, მოქმედებს, რომლის თანახმადაც აკრძალულია ნაცისტური და საბჭოთა სიმბოლიკა და კონტროლდება ფინანსური ნაკადები საზღვარგარეთიდან. ქარტია პარლამენტმა 2011 წლის მაისში მიიღო.
ფიფიას თქმით, ის გეგმავს გაასაჩივროს ჯარიმა, რომლის ოდენობაც 1000 ლარს შეადგენს.
აქციაზე შეკრებილების მთავარი მოთხოვნები იყო რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობების აღდგენა იყო, ასევე მშვიდობიანი პოლიტიკის შენარჩუნება და უკრაინის ხელისუფლების საქართველოს საშინაო საქმეებში ჩაურევლობა.
ფიფიას თქმით, უკრაინელი მაღალჩინოსნების განცხადებებმა საქართველოს ხელისუფლების მისამართით ყოველგვარ ზღვარს გასცდა და საინფორმაციო ომის ფორმა მიიღო.
„იმის ნაცვლად, რომ გამოვიყენოთ რუსეთის უმდიდრესი რესურსები, მისი ადვილად ათვისებადი ბაზარი, რათა ჩვენმა ეკონომიკამ და მოსახლეობამ ამოისუნთქოს, ისინი კვლავ დაპირისპირებისკენ მოუწოდებენ“, - განაცხადა ფიფიამ.
ოფიციალური კიევის წარმომადგენლებმა არაერთხელ გააკრიტიკეს საქართველოს მთავრობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესებაზე უარის თქმის გამო.
პერიოდულად ისმის ბრალდებები, რომ რუსეთი სანქციების გვერდის ავლის მიზნით საქართველოს ტერიტორიაზე აყალიბებს კონტრაბანდის არხებს, ხოლო საქართველო არ იკავებს ისეთივე ცალსახა პოზიციას, როგორც ევროკავშირის ქვეყნები და აშშ.
გარდა ამისა, ოფიციალური კიევის წარმომადგენლები აკრიტიკებდნენ საქართველოს ხელისუფლებას იმის გამო, რომ ისინი არ არიან „ომის ადამიანები“, ისინი არა მხოლოდ არ იყენებენ ისტორიულ შესაძლებლობას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დასაბრუნებლად, არამედ რუსეთის პოზიციების გამართლებას ცდილობენ.
რაც შეეხება გორში გამართულ აქციას, კომუნისტური პარტიის წევრებმა ადგილობრივი ხელისუფლებისგან ასევე მოითხოვეს იოსებ სტალინის მთავარი ძეგლის გორის ცენტრალურ მოედანზე, მუნიციპალიტეტის შენობის წინ დაბრუნება, რომლის დემონტაჟიც 2010 წელს განხორციელდა.
ყველა ახალი ამბავი
0