https://sputnik-georgia.com/20220509/policielze-tavdasxmis-saqme-sasamartlom-zmebi-sengeliebi-patimrobasi-datova-266540261.html
პოლიციელზე თავდასხმის საქმე: სასამართლომ ძმები შენგელიები პატიმრობაში დატოვა
პოლიციელზე თავდასხმის საქმე: სასამართლომ ძმები შენგელიები პატიმრობაში დატოვა
Sputnik საქართველო
ერთ-ერთი ბრალდებული Toyota-ს მარკის ავტომობილით თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის 39-ე კილომეტრზე საპატრულო პოლიციის მანქანას შეგნებულად დაეჯახა.
2022-05-09T20:58+0400
2022-05-09T20:58+0400
2022-05-09T20:59+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ძმებს - ბექა და გიორგი შენგელიებს - გამოძიების დასრულებამდე პატიმრობა შეუფარდა.მცხეთაში საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის საქმეზე ძმები გიორგი და ბექა შენგელიები პოლიციამ 7 მაისს ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავა.გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აპრილს, ბექა შენგელია, რომელსაც მართვის მოწმობა არ ქონდა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, მცხეთის მახლობლად, Toyota-ს მარკის ავტომობილით განზრახ დააჯახა საპატრულო პოლიციის ავტომობილს და ძმასთან, გიორგი შენგელიასთან და კიდევ ერთ ადამიანთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ალექსანდრე მზირიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ ბრალდებული მართლმსაჯულებას დაემალებიან.თავის მხრივ, დაკავებულები ბრალს უარყოფენ და ამბობენ, რომ არანაირი შეტაკება არ ყოფილა.ისინი პოლიციის მანქანასთან შეჯახების ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალის ჩვენებას მოითხოვენ.ამასთან, პროკურატურა ბრალდების დამძიმების შესაძლებლობას არ გამორიცხავს, ვარკეთილში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ძმები შენგელიები სამართალდამცავებს ყუმბარის აფეთქებით ემუქრებოდნენ.მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საქმის სამივე ფიგურანტი კიდევ ერთ დანაშაულში იყვნენ გარეულები, რომელიც ზუგდიდში მოხდა. სწორედ ამ მიზეზით დაინტერესდა მათი ავტომობილით პატრული დავით მიქიაშვილი.სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხსაცმელი ესროლა. ის სასამართლო დარბაზიდან ბადრაგის თანხლებით გაიყვანეს.8 მაისს პროკურატურამ 24 წლის ბექა შენგელიას ბრალი წარუდგინა სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პოლიციელზე, მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,31 წლის გიორგი შენგელიას წაყენებული აქვს ბრალდება - 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.რაც შეეხება საქმის მესამე ფიგურანტს მიხეილ ხარებავას, მას ბრალდება 4 მაისს წარედგინა, ხოლო 6 მაისს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიციელი თავდასხმა საქმე სასამართლო ძმები შენგელიები პატიმრობა
პოლიციელი თავდასხმა საქმე სასამართლო ძმები შენგელიები პატიმრობა
პოლიციელზე თავდასხმის საქმე: სასამართლომ ძმები შენგელიები პატიმრობაში დატოვა
20:58 09.05.2022 (განახლებულია: 20:59 09.05.2022) ერთ-ერთი ბრალდებული Toyota-ს მარკის ავტომობილით თბილისი-სენაკი-ლესელიძის გზატკეცილის 39-ე კილომეტრზე საპატრულო პოლიციის მანქანას შეგნებულად დაეჯახა.
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. მცხეთის რაიონულმა სასამართლომ პოლიციელზე თავდასხმასა და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობაში ბრალდებულ ძმებს - ბექა და გიორგი შენგელიებს - გამოძიების დასრულებამდე პატიმრობა შეუფარდა.
მცხეთაში საპატრულო პოლიციის თანამშრომელზე თავდასხმის საქმეზე ძმები გიორგი და ბექა შენგელიები პოლიციამ 7 მაისს ვარკეთილში, შუამთის ქუჩაზე რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შედეგად დააკავა.
გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აპრილს, ბექა შენგელია, რომელსაც მართვის მოწმობა არ ქონდა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, მცხეთის მახლობლად, Toyota-ს მარკის ავტომობილით განზრახ დააჯახა საპატრულო პოლიციის ავტომობილს და ძმასთან, გიორგი შენგელიასთან და კიდევ ერთ ადამიანთან ერთად შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
დღევანდელ სხდომაზე მოსამართლე ალექსანდრე მზირიშვილმა პროკურატურის შუამდგომლობა დააკმაყოფილა. მისი თქმით, არსებობს რისკი, რომ ბრალდებული მართლმსაჯულებას დაემალებიან.
თავის მხრივ, დაკავებულები ბრალს უარყოფენ და ამბობენ, რომ არანაირი შეტაკება არ ყოფილა.
ისინი პოლიციის მანქანასთან შეჯახების ფაქტის დამადასტურებელი ვიდეომასალის ჩვენებას მოითხოვენ.
ვიდეოში, რომელიც თქვენ აჩვენეთ, არ ჩანს თვითონ შეჯახების მომენტი. ეს მხოლოდ ნაწყვეტებია, რომლებზეც არ არის მთავარი, განაცხადა ერთ-ერთმა ბრალდებულმა.
ამასთან, პროკურატურა ბრალდების დამძიმების შესაძლებლობას არ გამორიცხავს, ვარკეთილში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს ძმები შენგელიები სამართალდამცავებს ყუმბარის აფეთქებით ემუქრებოდნენ.
„ეს ადამიანები პოლიციას ემუქრებოდნენ ხელყუმბარის აფეთქებით. საპატრულო პოლიციის თანამშრომელი, რომელიც დაზიანდა და არის დაზარალებული მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე დღესაც მკურნალობს. რაც შეეხება სისხლის სამართლის საქმეს, ამ საქმეზე მიმდინარეობს გამოძიება“, - განაცხადა პროკურორმა დავით ყაზარაშვილმა.
მისი თქმით, არ არის გამორიცხული, რომ საქმის სამივე ფიგურანტი კიდევ ერთ დანაშაულში იყვნენ გარეულები, რომელიც ზუგდიდში მოხდა. სწორედ ამ მიზეზით დაინტერესდა მათი ავტომობილით პატრული დავით მიქიაშვილი.
სასამართლოს გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ერთ-ერთმა ბრალდებულმა პროკურორს სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და ფეხსაცმელი ესროლა. ის სასამართლო დარბაზიდან ბადრაგის თანხლებით გაიყვანეს.
8 მაისს პროკურატურამ 24 წლის ბექა შენგელიას ბრალი წარუდგინა სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პოლიციელზე, მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს,
31 წლის გიორგი შენგელიას წაყენებული აქვს ბრალდება - 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
რაც შეეხება საქმის მესამე ფიგურანტს მიხეილ ხარებავას, მას ბრალდება 4 მაისს წარედგინა, ხოლო 6 მაისს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.