https://sputnik-georgia.com/20220509/policielze-tavdasxma-zmeb-shengeliebs-patimroba-sheepardat-266534323.html
პოლიციელზე თავდასხმა: ძმებ შენგელიებს პატიმრობა შეეფარდათ
პოლიციელზე თავდასხმა: ძმებ შენგელიებს პატიმრობა შეეფარდათ
Sputnik საქართველო
ძმების აყვანის სპეცოპერაცია ვარკეთილის რაიონში შუამთის ქუჩაზე შაბათს, 7 მაისს ჩატარდა. 09.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-09T16:41+0400
2022-05-09T16:41+0400
2022-05-09T16:41+0400
საქართველო
კრიმინალი საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_0:312:3000:2000_1920x0_80_0_0_1570dab6557689a61eb5c3b401c0f653.jpg
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. პოლიციელზე თავდასხმის, მისი ჯანმრთელობის ხელყოფისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ძმებ ბექა და გიორგი შენგელიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე მზირიშვილმა გამოაცხადა.დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.გამოძიების ცნობით, ინციდენტი 14 აპრილს თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე მოხდა. Toyota-ს მარკის ავტომობილის მძღოლი განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა. ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსი დავით მიქიაშვილი.ბექა შენგელიასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდნენ გიორგი შენგელია და მიხეილ ხარებავა, რომლებმაც სამართალდამცავ ორგანოებში დანაშაულის შესახებ არ განაცხადეს.24 წლის ბექა შენგელიას ბრალი წარედგინა სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პოლიციელზე, მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა), რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 31 წლის გიორგი შენგელიას - 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.პროკურატურამ გიორგი და ბექა შენგელიებს ბრალდება 8 მაისს წარუდგინა. რაც შეეხება მიხეილ ხარებავას, მას ბრალდება 4 მაისს წარედგინა, ხოლო 6 მაისს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23425/66/234256691_344:267:2655:2000_1920x0_80_0_0_afb291dd6ee20306d568b837049f9986.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, კრიმინალი საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
პოლიციელზე თავდასხმა: ძმებ შენგელიებს პატიმრობა შეეფარდათ
ძმების აყვანის სპეცოპერაცია ვარკეთილის რაიონში შუამთის ქუჩაზე შაბათს, 7 მაისს ჩატარდა.
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. პოლიციელზე თავდასხმის, მისი ჯანმრთელობის ხელყოფისა და მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით დაკავებულ ძმებ ბექა და გიორგი შენგელიებს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდათ.
აღნიშნული გადაწყვეტილება მცხეთის რაიონული სასამართლოს მოსამართლემ ალექსანდრე მზირიშვილმა გამოაცხადა.
დღევანდელ სასამართლო პროცესზე ბრალდების მხარე დაკავებულების მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენებას, დაცვის მხარე კი დაკავებულთა აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას მოითხოვდა.
გამოძიების ცნობით, ინციდენტი 14 აპრილს თბილისი–სენაკი–ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე მოხდა. Toyota-ს მარკის ავტომობილის მძღოლი განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომობილს და შემთხვევის ადგილიდან თანმხლებ პირებთან ერთად მიიმალა.
ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად დაშავდა საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსი დავით მიქიაშვილი.
ბექა შენგელიასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდნენ გიორგი შენგელია და მიხეილ ხარებავა, რომლებმაც სამართალდამცავ ორგანოებში დანაშაულის შესახებ არ განაცხადეს.
24 წლის ბექა შენგელიას ბრალი წარედგინა სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პოლიციელზე, მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა), რაც 7-დან 11 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 31 წლის გიორგი შენგელიას - 376-ე მუხლის მეორე ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც 3-დან 7 წლამდე ვადით პატიმრობას ითვალისწინებს.
პროკურატურამ გიორგი და ბექა შენგელიებს ბრალდება 8 მაისს წარუდგინა. რაც შეეხება მიხეილ ხარებავას, მას ბრალდება 4 მაისს წარედგინა, ხოლო 6 მაისს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.