Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„უფრო გვიყვარს ერთმანეთი, ვიდრე მანამდე“ - ნუკა კვალიაშვილი მეორე ქმარზე

© courtesy of Nuka Kvaliashviliნუკა კვალიაშვილი და გოჩა გელაშვილი
ნუკა კვალიაშვილი და გოჩა გელაშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2022
გამოწერა
ეკა კვალიაშვილის ქალიშვილი, მომღერალი ნუკა კვალიაშვილი სამი შვილის დედაა. სირთულე ბევრია, ბუნებრივია, რომ მისთვის გადაღლილობაც არ არის უცხო, მაგრამ როგორც ჟურნალ „თბილისელებთან“ ამბობს, ეს ყველაფერი სასიამოვნო დაღლას უკავშირდება.
„რომ ვთქვა, სამი შვილის დედობა ადვილია-მეთქი, ალბათ, ვისაც შვილები ჰყავს, გულიანად გაეცინება. რთულია, მაგრამ არსებობს განსხვავება სირთულეებს შორის, არის სასიამოვნო და არასასიამოვნო. ეს არის ყოველდღიურობა, როდესაც შენს მაქსიმუმს დებ დღის განმავლობაში და ძილის წინ ქვეცნობიერიდან თვითკმაყოფილების შეგრძნება გაქვს, რომ ყველაფერს კარგად გაართვი თავი. დაიღალე, გადაიწვი და შეიძლება, ფიზიკურ დაღლას ფსიქოლოგიურიც მოჰყვეს, მაგრამ მაქსიმუმი გააკეთე შენი შვილების კეთილდღეობისთვის“, - ამბობს ნუკა.
მომღერალი ამბობს, რომ გვერდით იდეალური კაცი ჰყავს.
„იდეალური მეუღლეა, იდეალური შეგნებით, იდეალური თვისებებითა და იდეალური ადამიანობით. ერთი წლის შემდეგ უფრო გვიყვარს ერთმანეთი, ვიდრე მანამდე“, - ამბობს ნუკა.
ყველა ახალი ამბავი
0