მსოფლიო ხელისგულზე - Sputnik საქართველო, 1920
მსოფლიო დღეს
მსოფლიოში მიმდინარე უახლესი ახალი ამბები, მსოფლიოს წინაშე მდგარი გამოწვევები, აქტუალური თემები, მიმოხილვა და ანალიზი იხილეთ Sputnik საქართველოს ვებგვერდზე.

ავსტრიაში სამგზავრო მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა

© photo: Sputnik / Igor Zaremboსარკინიგზო ცისტერნები ავსტრიაში
სარკინიგზო ცისტერნები ავსტრიაში - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2022
გამოწერა
ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურების დიდი ჯგუფი, მათ შორის მოხალისეები.
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. ავსტრიის ჩრდილო-აღმოსავლეთში, მოდლინგის ოლქში მატარებელი ლიანდაგიდან გადავიდა, სულ მცირე ერთი ადამიანი დაიღუპა. წერს Krone Zeitung.
წინასწარი მონაცემებით, დაშავებულია 13 ადამიანი, ზოგიერთი მძიმედ.
ინციდენტი ადგილობრივი დროით 18:00 საათის შემდეგ (20:00 თბილისის დროით) მოხდა. გამოცემის ინფორმაციით, მატარებელი ლიანდაგიდან მიუნჰენდორფის კომუნის ტერიტორიაზე გადავიდა.
ინციდენტის დეტალებს იძიებენ, ადგილზე მობილიზებულია საგანგებო სამსახურების დიდი ჯგუფი, მათ შორის მოხალისეები.
წყარო - Krone Zeitung.
ყველა ახალი ამბავი
0