სამეგრელოში ავარიის შედეგად სკოლის მოსწავლეები დაშავდნენ

© photo: Sputnik / Stringerსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2022
გამოწერა
თბილისი, 9 მაისი – Sputnik. ზუგდიდში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად სკოლის მოსწავლეები დაშავდნენ.
შემთხვევა სოფელ შამგონაში გუშინ მოხდა.
გავრცელებული ინფორმაციით, ავტომობილი, რომლითაც სამი უფროსკლასელი გადაადგილდებოდა, ბოძს შეეჯახა.
სამი დაშავებულიდან ერთს პირველადი დახმარება სასწრაფო დახმარების ბრიგადამ ადგილზე აღმოუჩინა, ხოლო ორი ზუგდიდის რეფერალურ საავადმყოფოში გადაიყვანეს.
მედიკოსების განცხადებით, დაშავებულთა სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება - ერთს ლავიწის ძვალი აქვს მოტეხილი, ხოლო მეორეს ტვინის შერყევა აღენიშნება.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.
ყველა ახალი ამბავი
0