ავარია ახალციხეში: არის მსხვერპლი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსასწრაფო დახმარება
სასწრაფო დახმარება - Sputnik საქართველო, 1920, 09.05.2022
გამოწერა
ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ
თბილისი, 8 მაისი– Sputnik. ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ წნისთან ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად კვირას ერთი ადამიანი დაიღუპა.
ადგილობრივი გამოცემა Sknews-ის ინფორმაციით, ასევე დაშავდა ახალგზარდა ქალი. ის „იმედის“ კლინიკაში გადაიყვანეს.
ექიმების თქმით, მას თავის არეში უმნიშვნელო ტრავმა აღენიშნება, მას ორი ნაკერი დაადეს. პაციენტის მდგომარეობა სტაბილურია.
თვითმხილველების ინფორმაციით, ერთმანეთს ორი მსუბუქი ავტომობილი შეეჯახა, ადგილზე პოლიციის თანამშრომლები მუშაობენ.
წყარო - გამოცემა Sknews
ყველა ახალი ამბავი
0