https://sputnik-georgia.com/20220508/varketilsi-specoperaciis-sedegad-dakavebul-zmebs-brali-waredgina-266519975.html
ვარკეთილში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ძმებს ბრალი წარედგინა
ვარკეთილში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ძმებს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
აღნიშნული პირები ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს აფარებდნენ თავს და პოლიციას ბინაში შესვლის შემთხვევაში თავის აფეთქებით ემუქრებოდნენ.
2022-05-08T22:01+0400
2022-05-08T22:01+0400
2022-05-08T22:02+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/67/234096789_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_a5f966374532177516ac481a3603c143.jpg
თბილისი, 8 მაისი– Sputnik. პროკურატურამ პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე გიორგი და ბექა შენგელიებს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.შაბათს ვარკეთილში სპეცოპერაცია ჩატარდა. რამდენიმესაათიანი საპოლიციო ღონისძიების შედეგად პოლიციამ ძმები შენგელიები დააკავა. ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს აფარებდნენ თავს და პოლიციას ბინაში შესვლის შემთხვევაში თავის აფეთქებით ემუქრებოდნენ. მათი დაკავება 14 აპრილს მცხეთასთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.24 წლის ბექა შენგელიას ბრალი წარედგინა სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პოლიციელზე, მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 31 წლის გიორგი შენგელიას - 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, მცხეთის ტერიტორიაზე, დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობის დროს, ბექა შენგელია თავს დაესხა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი განზრახ დააჯახა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, დავით მიქიაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, რომელიც შეჯახების შედეგად ამოტრიალდა და მიქიაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო შენგელია შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.ბექა შენგელიასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდნენ გიორგი შენგელია და მიხეილ ხარებავა, რომლებმაც სამართალდამცავ ორგანოებში დანაშაულის შესახებ არ განაცხადეს.პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.რაც შეეხება ხარებავას, მას ბრალდება 4 მაისს წარედგინა, ხოლო 6 მაისს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ძმები შენგელიების ძებნა კი 7 მაისამდე მიმდინარეობდა.სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/67/234096789_83:0:1416:1000_1920x0_80_0_0_a893ba59d9ca356b709dcc40b6d295e0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ვარკეთილი სპეცოპერაცია ძმები ბექა გიორგი შენგელია ბრალი წარდგენა პროკურატურა
ვარკეთილი სპეცოპერაცია ძმები ბექა გიორგი შენგელია ბრალი წარდგენა პროკურატურა
ვარკეთილში სპეცოპერაციის შედეგად დაკავებულ ძმებს ბრალი წარედგინა
22:01 08.05.2022 (განახლებულია: 22:02 08.05.2022) აღნიშნული პირები ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს აფარებდნენ თავს და პოლიციას ბინაში შესვლის შემთხვევაში თავის აფეთქებით ემუქრებოდნენ.
თბილისი, 8 მაისი– Sputnik. პროკურატურამ პოლიციელზე და მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმის, პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფის და განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობის ფაქტზე გიორგი და ბექა შენგელიებს ბრალდება წარუდგინა, ნათქვამია პროკურატურის განცხადებაში.
შაბათს ვარკეთილში სპეცოპერაცია ჩატარდა. რამდენიმესაათიანი საპოლიციო ღონისძიების შედეგად პოლიციამ ძმები შენგელიები დააკავა. ისინი ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს აფარებდნენ თავს და პოლიციას ბინაში შესვლის შემთხვევაში თავის აფეთქებით ემუქრებოდნენ. მათი დაკავება 14 აპრილს მცხეთასთან მომხდარ ინციდენტს უკავშირდება.
24 წლის ბექა შენგელიას ბრალი წარედგინა სსკ-ის 353-ე პრიმა მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით (პოლიციელზე, მის სატრანსპორტო საშუალებაზე თავდასხმა და პოლიციელის ჯანმრთელობის ხელყოფა), რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 11 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს, ხოლო 31 წლის გიორგი შენგელიას - 376-ე მუხლის მე-2 ნაწილით (განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის შეუტყობინებლობა), რაც 3-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
გამოძიებით დადგინდა, რომ 14 აპრილს, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 39-ე კილომეტრზე, მცხეთის ტერიტორიაზე, დასავლეთიდან თბილისის მიმართულებით მოძრაობის დროს, ბექა შენგელია თავს დაესხა და მისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომობილი განზრახ დააჯახა საპატრულო პოლიციის თანამშრომლის, დავით მიქიაშვილის მართვის ქვეშ მყოფ ავტომობილს, რომელიც შეჯახების შედეგად ამოტრიალდა და მიქიაშვილმა მიიღო ჯანმრთელობის დაზიანება, ხოლო შენგელია შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ბექა შენგელიასთან ერთად ავტომობილში იმყოფებოდნენ გიორგი შენგელია და მიხეილ ხარებავა, რომლებმაც სამართალდამცავ ორგანოებში დანაშაულის შესახებ არ განაცხადეს.
პროკურატურა ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს კანონით დადგენილ ვადებში მიმართავს.
რაც შეეხება ხარებავას, მას ბრალდება 4 მაისს წარედგინა, ხოლო 6 მაისს პროკურატურის შუამდგომლობის საფუძველზე, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. ძმები შენგელიების ძებნა კი 7 მაისამდე მიმდინარეობდა.
სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება გრძელდება.