https://sputnik-georgia.com/20220508/penitenciuri-samsaxuri-saakasvilis-sawiroebis-semtxvevasi-samoqalaqo-klinikasi-gadaiyvanen-266513355.html
პენიტენციური სამსახური: სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ
პენიტენციური სამსახური: სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ
Sputnik საქართველო
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.
2022-05-08T11:00+0400
2022-05-08T11:00+0400
2022-05-08T11:00+0400
ახალი ამბები
საქართველო
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262007514_0:0:3597:2023_1920x0_80_0_0_c621544b0f0523600fc8036fc4109afd.jpg
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, საჭიროების შემთხვევაში მას მკურნალობა ციხის ფარგლებს გარეთაც ჩაუტარდება, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან დაკავებისთანავე გამოაცხადა. ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.უწყებაში აცხადებენ, რომ ითვალისწინებენ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების რისკებს და საჭიროების შემთხვევაში მას მკურნალობა ციხის ფარგლებს გარეთაც ჩაუტარდება.„სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ სააკაშვილს ჩაუტარდება ყველა აუცილებელი გამოკვლევა და მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში“, - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.პენიტენციური სამსახური მოუწოდებს „პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული აღქმის შექმნისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ყველა მცდელობისგან“.30 აპრილს ომბუდსმენის მიერ შექმნილი მედიკოსების საექსპერტო ჯგუფის წევრმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის სისხლში ალბუმინის ნაკლებობაა. ალბუმინი სისხლის ძირითადი ცილაა, რომელსაც ადამიანის ღვიძლი გამოიმუშავებს.სააკაშვილის ოჯახმა უკვე დაიწყო მისი გათავისუფლების და მკურნალობის მოთხოვნით საპროტესტო აქციები და, მათ შორის, მსხვილმასშტაბიან მანიფესტაციასაც გეგმავს. ბათუმში სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც მისმა დაფუძნებულმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაატარა, 25 მომიტინგე დააკავეს.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/0b/0c/262007514_161:0:2890:2047_1920x0_80_0_0_bf2a59758706ddf11bf406a93fc03b52.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილი საჭიროება ჯანმრთელობა მდგომარეობს შემთხვევა კლინიკა გადაყვანა
პენიტენციური სამსახური მიხეილ სააკაშვილი საჭიროება ჯანმრთელობა მდგომარეობს შემთხვევა კლინიკა გადაყვანა
პენიტენციური სამსახური: სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში სამოქალაქო კლინიკაში გადაიყვანენ
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია, საჭიროების შემთხვევაში მას მკურნალობა ციხის ფარგლებს გარეთაც ჩაუტარდება, ნათქვამია სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებაში.
სააკაშვილის ჯანმრთელობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შემდეგ, რომელიც მან დაკავებისთანავე გამოაცხადა. ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.
„მსჯავრდებული მიხეილ სააკაშვილი იმყოფება სპეციალური პენიტენციური სამსახურის სამედიცინო დეპარტამენტის ექიმების 24 საათიანი სამედიცინო მეთვალყურეობის ქვეშ, ჩაუტარდა ლაბორატორიული კვლევები და სათანადო სამედიცინო შემოწმება შესაბამისი პროფილის ექიმების მიერ. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა არის სტაბილური“, - ნათქვამია განცხადებაში.
უწყებაში აცხადებენ, რომ ითვალისწინებენ პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების რისკებს და საჭიროების შემთხვევაში მას მკურნალობა ციხის ფარგლებს გარეთაც ჩაუტარდება.
„სპეციალური პენიტენციური სამსახური მოქმედებს ნებისმიერი პატიმრის ჯანმრთელობის მდგომარეობის და უსაფრთხოების რისკების გათვალისწინებით. საჭიროების შემთხვევაში მსჯავრდებულ სააკაშვილს ჩაუტარდება ყველა აუცილებელი გამოკვლევა და მიეწოდება შესაბამისი მკურნალობა პენიტენციური დაწესებულების ფარგლებს გარეთაც საქართველოში“, - ნათქვამია სამსახურის განცხადებაში.
პენიტენციური სამსახური მოუწოდებს „პოლიტიკურად ანგაჟირებულ სუბიექტებს თავი შეიკავონ მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობით სპეკულირებისგან, რეალობისგან მკვეთრად განსხვავებული აღქმის შექმნისა და საზოგადოების შეცდომაში შეყვანის ყველა მცდელობისგან“.
30 აპრილს ომბუდსმენის მიერ შექმნილი მედიკოსების საექსპერტო ჯგუფის წევრმა გიორგი გრიგოლიამ განაცხადა, რომ სააკაშვილის სისხლში ალბუმინის ნაკლებობაა. ალბუმინი სისხლის ძირითადი ცილაა, რომელსაც ადამიანის ღვიძლი გამოიმუშავებს.
სააკაშვილის ოჯახმა უკვე დაიწყო მისი გათავისუფლების და მკურნალობის მოთხოვნით საპროტესტო აქციები და, მათ შორის, მსხვილმასშტაბიან მანიფესტაციასაც გეგმავს. ბათუმში სააკაშვილის მხარდამჭერ აქციაზე, რომელიც მისმა დაფუძნებულმა „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ ჩაატარა, 25 მომიტინგე დააკავეს.