გურჯაანში სტიქიამ პრობლემები შექმნა

© press-service of the Road Department of Georgiaსტიქიის შედეგები
სტიქიის შედეგები  - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2022
გამოწერა
მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. გურჯაანის მუნიციპალიტეტში ღამით მოსული უხვი ნალექის შედეგად ხევები ადიდდა - სოფლებში საცხოვრებელი სახლები დაიტბორა და გზები დაზიანდა, ნათქვამია გურჯაანის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
გურჯაანის მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
„გურჯაანის მუნიციპალური სერვისი" დილიდან, სპეციალური ტექნიკის საშუალებით, სახლებიდან წყლის ამოტუმბვის და სოფლებში ხევების გაწმენდის სამუშაოებს აწარმოებს.
ოპერატიულმა შტაბმა, რომელსაც გურჯაანის მუნიციპალიტეტის მერი ზურაბ უტიაშვილი ხელმძღვანელობს, სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოები დილის 5 საათიდან დაიწყო.
ზურაბ უტიაშვილმა გურჯაანში, ნუცუბიძის ქუჩაზე მდებარე ის საცხოვრებელი სახლი მოინახულა, რომელსაც უხვმა ნალექმა საყრდენი კედელი დაუნგრია.
ყველა ახალი ამბავი
0