https://sputnik-georgia.com/20220508/dusetsi-stiqiis-sedegebis-likvidacia-grzeldeba-266515700.html
დუშეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება
დუშეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება
Sputnik საქართველო
მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები ჯერ კიდევ გრძელდება
2022-05-08T14:30+0400
2022-05-08T14:30+0400
2022-05-08T14:30+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
საქართველოს რეგიონები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/08/266514559_162:0:1474:738_1920x0_80_0_0_0a1421977043470a24e4ce2ab69657a1.jpg
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. დუშეთში ჩამოწოლილი მეწყერისგან გაიწმინდა გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის გამსი-ჩოხის საავტომობილო გზის მონაკვეთი და ბაკურხევის ხეობის სოფლებამდე მისასვლელი გზა, იუწყება მუნიციპალიტეტის მერია.უწყების ცნობით, ასევე გაიწმინდა მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ციხევდავისა და ჭილურტის საავტომობილო გზაზე მდებარე სანიაღვრე არხები.რაც შეეხება უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულს, შუაფხო-ლაშარის გზის მონაკვეთზე კვლავ აქტიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან გადაუღებელი წვიმა მეწყერსაშიშ ახალ ზონებს ქმნის.გაწმენდითი სამუშაოები ასევე ხორციელდება ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ხანდოს ხეობის სოფლებამდე მისასვლელ გზაზეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოწოლილი მეწყერისგან გაიწმინდა.„გადაუღებელი წვიმის გამო მუნიციპალიტეტში სტიქიის აქტიური ზონები კვლავ რჩება და შესაბამის უწყებებთან ერთად ვაგრძელებთ სალიკვიდაციო ღონისძიებებს", - განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ.დუშეთში სტიქიას ებრძვიან: ჩამოწოლილმა მეწყერმა საავტომობილო გზა ჩახერგა >>მეწყერი დუშეთის მუნიციპალიტეტში გუშინ ჩამოწვა. მეწყრის ჩამოწოლის გამო შუაფხო-უკანაფშავის მონაკვეთზე გადაადგილება შეუძლებელი იყო, რამდენიმე სოფლამდე მისასვლელი გზები ჩაიკეტა.სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა საქართველოში - კერძოდ წვიმები, ზოგიერთ რაიონში კი თოვლი - 8 მაისის ჩათვლით შენარჩუნდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/08/266514559_326:0:1310:738_1920x0_80_0_0_6eab9a512d8b24e93c11c6ae8d9c0376.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
დუშეთი სტიქია შედეგები ლიკვიდაცია
დუშეთი სტიქია შედეგები ლიკვიდაცია
დუშეთში სტიქიის შედეგების ლიკვიდაცია გრძელდება
მუნიციპალიტეტში სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო ღონისძიებები ჯერ კიდევ გრძელდება
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. დუშეთში ჩამოწოლილი მეწყერისგან გაიწმინდა გუდამაყრის ადმინისტრაციული ერთეულის გამსი-ჩოხის საავტომობილო გზის მონაკვეთი და ბაკურხევის ხეობის სოფლებამდე მისასვლელი გზა, იუწყება მუნიციპალიტეტის მერია.
უწყების ცნობით, ასევე გაიწმინდა მჭადიჯვრის ადმინისტრაციულ ერთეულში სოფელ ციხევდავისა და ჭილურტის საავტომობილო გზაზე მდებარე სანიაღვრე არხები.
რაც შეეხება უკანაფშავის ადმინისტრაციულ ერთეულს, შუაფხო-ლაშარის გზის მონაკვეთზე კვლავ აქტიური გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, რადგან გადაუღებელი წვიმა მეწყერსაშიშ ახალ ზონებს ქმნის.
გაწმენდითი სამუშაოები ასევე ხორციელდება ფასანაურის ადმინისტრაციულ ერთეულში ხანდოს ხეობის სოფლებამდე მისასვლელ გზაზეც, რომელიც რამდენიმე დღის წინ ჩამოწოლილი მეწყერისგან გაიწმინდა.
„გადაუღებელი წვიმის გამო მუნიციპალიტეტში სტიქიის აქტიური ზონები კვლავ რჩება და შესაბამის უწყებებთან ერთად ვაგრძელებთ სალიკვიდაციო ღონისძიებებს", - განაცხადა დუშეთის მუნიციპალიტეტის მერმა მაცაცო ნარიმანიძემ.
მეწყერი დუშეთის მუნიციპალიტეტში გუშინ ჩამოწვა. მეწყრის ჩამოწოლის გამო შუაფხო-უკანაფშავის მონაკვეთზე გადაადგილება შეუძლებელი იყო, რამდენიმე სოფლამდე მისასვლელი გზები ჩაიკეტა.
სინოპტიკოსების პროგნოზით, უამინდობა საქართველოში - კერძოდ წვიმები, ზოგიერთ რაიონში კი თოვლი - 8 მაისის ჩათვლით შენარჩუნდება.