https://sputnik-georgia.com/20220508/batumsi-aqciaze-dakavebuli-saakasvilis-mxardamwerebis-nawili-xelwerilit-gaatavisufles-266518037.html
ბათუმში აქციაზე დაკავებული სააკაშვილის მხარდამჭერები ხელწერილით გაათავისუფლეს
ბათუმში აქციაზე დაკავებული სააკაშვილის მხარდამჭერები ხელწერილით გაათავისუფლეს
Sputnik საქართველო
პარასკევს ბათუმში საპროტესტო აქციაზე „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ ფაქტზე 25 პირი დააკავეს
2022-05-08T18:38+0400
2022-05-08T18:38+0400
2022-05-08T18:38+0400
ახალი ამბები
საქართველო
ბათუმი
შემთხვევები საქართველოში
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1e/250208980_0:154:3092:1893_1920x0_80_0_0_fd3431a615bab203e56d9dfef0a60dd0.jpg
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის მთავრობის სახლთან შაბათის აქციაზე დაკავებული 25-დან 11 მომიტინგე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.პარასკევს საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა და წევრებმა პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის - „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ ფაქტზე 25 პირი დააკავა.დანარჩენი დაკავებულების სასამართლო პროცესი ორშაბათს, 9 მაისს გაიმართება.პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან აიღეს კარვები, რომლებიც აქციის მონაწილეებმა სავალ ნაწილზე დადგეს. ორი დაკავებული პირი იმავე დღეს ხელწერილით გაათავისუფლეს.„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სააკაშვილის მხარდასაჭერად აქციების გაგრძელებას აანონსებენ. ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0b/1e/250208980_181:0:2912:2048_1920x0_80_0_0_bc36a5affa654b1a13fb5e5298dd4e40.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ბათუმი აქცია სააკაშვილი მხარდამჭერები ხელწერილი გათავისუფლება
ბათუმი აქცია სააკაშვილი მხარდამჭერები ხელწერილი გათავისუფლება
ბათუმში აქციაზე დაკავებული სააკაშვილის მხარდამჭერები ხელწერილით გაათავისუფლეს
პარასკევს ბათუმში საპროტესტო აქციაზე „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ ფაქტზე 25 პირი დააკავეს
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. ბათუმის საქალაქო სასამართლომ აჭარის მთავრობის სახლთან შაბათის აქციაზე დაკავებული 25-დან 11 მომიტინგე ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლა.
პარასკევს საქართველოს ყველაზე დიდი ოპოზიციური პარტიის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ მხარდამჭერებმა და წევრებმა პატიმრობაში მყოფი ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის საზღვარგარეთ სამკურნალოდ გადაყვანის მოთხოვნით ბათუმში საპროტესტო აქცია გამართეს. აქციაზე პოლიციამ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის - „წვრილმანი ხულიგნობისა“ და „პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობის“ ფაქტზე 25 პირი დააკავა.
დანარჩენი დაკავებულების სასამართლო პროცესი ორშაბათს, 9 მაისს გაიმართება.
პოლიციასა და მომიტინგეებს შორის დაპირისპირება მას შემდეგ დაიწყო, რაც სამართალდამცველებმა ტერიტორიიდან აიღეს კარვები, რომლებიც აქციის მონაწილეებმა სავალ ნაწილზე დადგეს. ორი დაკავებული პირი იმავე დღეს ხელწერილით გაათავისუფლეს.
„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წარმომადგენლები სააკაშვილის მხარდასაჭერად აქციების გაგრძელებას აანონსებენ. ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.