ახმეტაში სტიქიის შედეგებს ებრძვიან

© photo: Racha is our love / FBწყალდიდობა
წყალდიდობა - Sputnik საქართველო, 1920, 08.05.2022
გამოწერა
ძლიერმა წვიმამ ახმეტის მუნიციპალიტეტში მდინარეების ადიდება გამოიწვია
თბილისი, 8 მაისი — Sputnik. რამდენიმედღიანმა გადაუღებელმა წვიმამ ახმეტის მუნიციპალიტეტი დააზარალა, იუწყება „პირველი არხი“.
ტელეკომპანიის ცნობით, ღვარცოფულმა მდინარეებმა კალაპოტი შეიცვალა, რის შედეგადაც წყალი სასოფლო-სამეურნეო სავარგულებში მიედინება. მდინარე ორვილის ადიდების შედეგად ცენტრალური მაგისტრალი დაიტბორა, რამაც ავტომობილების მოძრაობა დროებით შეაფერხა.
სტიქიის ზონაში მუშაობს შესაბამისი ტექნიკა. ადგილზე იმყოფება ახმეტის მუნიციპალიტეტის მერი და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადგენლები.
ამ დროისთვის გაწმენდილია ცენტრალური მაგისტრალი და ავტომობილების გადაადგილება შეუფერხებლად მიმდინარეობს.
რა ზარალი მიადგა ადგილობრივ მოსახლეობას, მას შემდეგ გახდება ცნობილი, როდესაც დატბორილ სავარგულებში წყალი დაშრება.
ყველა ახალი ამბავი
0