https://sputnik-georgia.com/20220508/9-maiss-tbilissi-gamofena-evropa-2022-gaimarteba-266519416.html
9 მაისს თბილისში „გამოფენა ევროპა 2022“ გაიმართება
9 მაისს თბილისში „გამოფენა ევროპა 2022“ გაიმართება
Sputnik საქართველო
გამოფენა ევროპის დღეს უკავშირდება და ევროპის ახალგაზრდობის წლის ფარგლებში ჩატარდება.
2022-05-08T21:13+0400
2022-05-08T21:13+0400
2022-05-08T21:16+0400
ახალი ამბები
საქართველო
განათლება საქართველოში
კულტურა საქართველოში
თბილისი დღეს
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0f/266000360_0:0:3641:2048_1920x0_80_0_0_702ca823df1281c78cedda567f415549.jpg
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. 9 მაისს დედაენის ბაღში ღონისძიება „გამოფენა ევროპა 2022“ ჩატარდება.გამოფენა ტარდება თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების მხარდაჭერით, ასევე, Erasmus+ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში და ევროპის სოლიდარობის კორპუსის ორგანიზებით.დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გამოფენა ევროპის დღის აღნიშვნას ეძღვნება და ევროპის ახალგაზრდობის წლის ფარგლებში ჩატარდება. ღონისძიებაზე გაიმართება საინფორმაციო სესიები და სემინარები. გამოფენაზე მისული სტუმრები ცოცხალ მუსიკას მოუსმენენ.„პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შესაძლებლობები, რომელსაც Erasmus+ და ევროპის სოლიდარობის კორპუსი სასწავლო მობილობის, სტაჟირებისა და მოხალისეობის კუთხით სთავაზობს ქართველ ახალგაზრდებს ევროკავშირის ქვეყნებში“, -აღნიშნავენ მერიაში.უწყების ინფორმაციით, 20:00 საათზე სცენას ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ბენდი Killages-ს დაიკავებს.9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. ევროპის დღეები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების ორგანიზებით ტარდება.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0f/266000360_414:0:3145:2048_1920x0_80_0_0_c964c3a70e6a656a65c7c3be8c707fab.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
9 მაისი თბილისი „გამოფენა ევროპა 2022“ დედაენა ბაღი
9 მაისი თბილისი „გამოფენა ევროპა 2022“ დედაენა ბაღი
9 მაისს თბილისში „გამოფენა ევროპა 2022“ გაიმართება
21:13 08.05.2022 (განახლებულია: 21:16 08.05.2022) გამოფენა ევროპის დღეს უკავშირდება და ევროპის ახალგაზრდობის წლის ფარგლებში ჩატარდება.
თბილისი, 8 მაისი – Sputnik. 9 მაისს დედაენის ბაღში ღონისძიება „გამოფენა ევროპა 2022“ ჩატარდება.
გამოფენა ტარდება თბილისის მერიის კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა საქალაქო სამსახურისა და თბილისის ახალგაზრდული ცენტრების გაერთიანების მხარდაჭერით, ასევე, Erasmus+ საინფორმაციო ცენტრი საქართველოში და ევროპის სოლიდარობის კორპუსის ორგანიზებით.
დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, გამოფენა ევროპის დღის აღნიშვნას ეძღვნება და ევროპის ახალგაზრდობის წლის ფარგლებში ჩატარდება. ღონისძიებაზე გაიმართება საინფორმაციო სესიები და სემინარები. გამოფენაზე მისული სტუმრები ცოცხალ მუსიკას მოუსმენენ.
„პროექტის ფარგლებში წარმოდგენილი იქნება შესაძლებლობები, რომელსაც Erasmus+ და ევროპის სოლიდარობის კორპუსი სასწავლო მობილობის, სტაჟირებისა და მოხალისეობის კუთხით სთავაზობს ქართველ ახალგაზრდებს ევროკავშირის ქვეყნებში“, -აღნიშნავენ მერიაში.
უწყების ინფორმაციით, 20:00 საათზე სცენას ალტერნატიული ჰიპ-ჰოპ ბენდი Killages-ს დაიკავებს.
9 მაისს ევროკავშირი და მისი წევრი სახელმწიფოები ევროპის დღეს ზეიმობენ, რომელიც ევროპაში მშვიდობასა და ერთობას აღნიშნავს. ევროპის დღეები საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობისა და ევროკავშირის ქვეყნების საელჩოების ორგანიზებით ტარდება.