https://sputnik-georgia.com/20220507/tbilissi-specoperacia-mimdinareobs-266501827.html
თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
Sputnik საქართველო
შენგელია ფიგურირებს 15 აპრილს მომხდარ ინციდენტში, როდესაც თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ავტომობილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შეეჯახა
2022-05-07T16:04+0400
2022-05-07T16:04+0400
2022-05-07T17:01+0400
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23826/94/238269427_0:108:2048:1260_1920x0_80_0_0_48e75b409ca55dc7eb054be308f71ce2.jpg
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ვარკეთილში, შუამთის 10 ნომერში ძებნილი პირების აყვანის სპეცოპერაცია მიმდინარეობს.ადგილზე პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. პერიმეტრი შემოსაზღვრულია. მიმდინარეობს ორი პირის დაკავების ღონისძიება. ერთ-ერთია გიორგი შენგელია, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე იმყოფება და იმ შემთხვევაში, თუ სპეცრაზმელები ბინის კარს გააღებენ, თავის აფეთქებით იმუქრება. სპეცრაზმი საცხოვრებელ კორპუსში შევიდა.გავრცელებული ინფორმაციით, შენგელია ფიგურირებს 15 აპრილს მომხდარ ინციდენტში, როდესაც სამეგრელოში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, მცხეთაში მიმდინარეობდა სწორედ იმ პირების დაკავების სპეცოპერაცია, რომლებიც ახლა საცხორებელი კორუსის მე-12 სართულზე იმყოფებიან. ტელეარხის ინფორმაციით, სამეგრელოდან მომავალი Toyota-ს მარკის ავტომობილი განზრახ დაეჯახა პოლიციის მანქანას. შეჯახების შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ამის შემდეგ პირები ადგილიდან მიიმალნენ და ორი კვირის განმავლობაში მათი ძებნა მიმდინარეობდა.ადგილზე შენგელიას მეუღლეც იმყოფება, რომელიც აცხადებს, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში არ ჰქონდა ინფორმაცია მისი მეუღლის ადგილსამყოფელის შესახებ და მოუვიდა უწყება, რომ მისი მეუღლე პოლიციაში მოწმის სტატუსით იყო დაბარებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23826/94/238269427_113:0:1936:1367_1920x0_80_0_0_09bdf3165ae38995938c8725c2d79084.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
თბილისი სპეცოპერაცია ვარკეთილი გიორგი შენგელია
თბილისი სპეცოპერაცია ვარკეთილი გიორგი შენგელია
თბილისში სპეცოპერაცია მიმდინარეობს
16:04 07.05.2022 (განახლებულია: 17:01 07.05.2022) შენგელია ფიგურირებს 15 აპრილს მომხდარ ინციდენტში, როდესაც თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე ავტომობილი საპატრულო პოლიციის თანამშრომელს შეეჯახა
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ვარკეთილში, შუამთის 10 ნომერში ძებნილი პირების აყვანის სპეცოპერაცია მიმდინარეობს.
ადგილზე პოლიცია და სპეცდანიშნულების რაზმია მობილიზებული. პერიმეტრი შემოსაზღვრულია. მიმდინარეობს ორი პირის დაკავების ღონისძიება. ერთ-ერთია გიორგი შენგელია, რომელიც საცხოვრებელი კორპუსის მე-12 სართულზე იმყოფება და იმ შემთხვევაში, თუ სპეცრაზმელები ბინის კარს გააღებენ, თავის აფეთქებით იმუქრება.
სპეცრაზმი საცხოვრებელ კორპუსში შევიდა.
გავრცელებული ინფორმაციით, შენგელია ფიგურირებს 15 აპრილს მომხდარ ინციდენტში, როდესაც სამეგრელოში მომხდარ შემთხვევასთან დაკავშირებით თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალზე, მცხეთაში მიმდინარეობდა სწორედ იმ პირების დაკავების სპეცოპერაცია, რომლებიც ახლა საცხორებელი კორუსის მე-12 სართულზე იმყოფებიან.
ტელეარხის ინფორმაციით, სამეგრელოდან მომავალი Toyota-ს მარკის ავტომობილი განზრახ დაეჯახა პოლიციის მანქანას. შეჯახების შედეგად საპატრულო პოლიციის თანამშრომელმა მძიმე დაზიანებები მიიღო. ამის შემდეგ პირები ადგილიდან მიიმალნენ და ორი კვირის განმავლობაში მათი ძებნა მიმდინარეობდა.
ადგილზე შენგელიას მეუღლეც იმყოფება, რომელიც აცხადებს, რომ ამ ორი კვირის განმავლობაში არ ჰქონდა ინფორმაცია მისი მეუღლის ადგილსამყოფელის შესახებ და მოუვიდა უწყება, რომ მისი მეუღლე პოლიციაში მოწმის სტატუსით იყო დაბარებული.