https://sputnik-georgia.com/20220507/specoperacia-varketilsi-sss-m-gancxadeba-gaavrcela-266505568.html
სპეცოპერაცია ვარკეთილში: შსს-მ განცხადება გაავრცელა
სპეცოპერაცია ვარკეთილში: შსს-მ განცხადება გაავრცელა
Sputnik საქართველო
აღნიშნული პირები ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს აფარებდნენ თავს და პოლიციას ბინაში შესვლის შემთხვევაში თავის აფეთქებით ემუქრებოდნენ.
2022-05-07T19:14+0400
2022-05-07T19:14+0400
2022-05-07T19:15+0400
ახალი ამბები
საქართველო
შემთხვევები საქართველოში
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458303_0:150:1117:778_1920x0_80_0_0_30d0b0cbb00575f486e7fedb2ae2d1b4.jpg
თბილისი, 7 მაისი– Sputnik. სამართალდამცველებმა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ბექა შენგელია, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მისი ძმა, გიორგი შენგელია დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.უწყების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა - დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.სამართალდამცველებმა რამდენიმესაათიანი საპოლიციო ღონისძიების შედეგად პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 24 წლის ბექა შენგელია შუამთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინაში დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია მისი ძმაც, 31 წლის გიორგი შენგელია, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.რაც შეეხება მიხეილ ხარებავას, ის 5 მაისს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ზუგდიდში დააკავეს.მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.წყარო - შსს-ს პრესსამსახური
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/09/10/249458303_0:118:959:837_1920x0_80_0_0_c5b8b06fcf90d60c836a5ef4c8ab808c.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპეცოპერაცია ვარკეთილი შსს განცხადება გიორგი ბექა შენგელია მიხეილ ხარებავა დავით მიქიაშვილი
სპეცოპერაცია ვარკეთილი შსს განცხადება გიორგი ბექა შენგელია მიხეილ ხარებავა დავით მიქიაშვილი
სპეცოპერაცია ვარკეთილში: შსს-მ განცხადება გაავრცელა
19:14 07.05.2022 (განახლებულია: 19:15 07.05.2022) აღნიშნული პირები ვარკეთილში, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსს აფარებდნენ თავს და პოლიციას ბინაში შესვლის შემთხვევაში თავის აფეთქებით ემუქრებოდნენ.
თბილისი, 7 მაისი– Sputnik. სამართალდამცველებმა პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით ბექა შენგელია, ხოლო დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით მისი ძმა, გიორგი შენგელია დააკავეს. ინფორმაციას შსს ავრცელებს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, მიმდინარე წლის 15 აპრილს ბექა შენგელია, რომელსაც არ ჰქონდა მართვის მოწმობა, თბილისი-სენაკი-ლესელიძის ავტომაგისტრალის 39-ე კილომეტრზე „ტოიოტას“ მარკის ავტომობილით გადაადგილდებოდა, რა დროსაც განზრახ შეეჯახა პოლიციელის ავტომანქანას და შემთხვევის ადგილიდან თავის ძმასთან და ვინმე მიხეილ ხარებავასთან ერთად მიიმალა.
უწყების ინფორმაციით, ავტოსაგზაო შემთხვევის დროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის მთავარი სამმართველოს სახაზო სამმართველოს უფროსმა - დავით მიქიაშვილმა ჯანმრთელობის დაზიანება მიიღო.
სამართალდამცველებმა რამდენიმესაათიანი საპოლიციო ღონისძიების შედეგად პოლიციელზე თავდასხმის ბრალდებით 24 წლის ბექა შენგელია შუამთის ქუჩაზე, ერთ-ერთ საცხოვრებელ კორპუსში მდებარე ბინაში დააკავეს. მასთან ერთად დაკავებულია მისი ძმაც, 31 წლის გიორგი შენგელია, რომელსაც ბრალად დანაშაულის შეუტყობინებლობა ედება.
რაც შეეხება მიხეილ ხარებავას, ის 5 მაისს დანაშაულის შეუტყობინებლობის ბრალდებით ზუგდიდში დააკავეს.
მომხდარ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე პრიმა და 376-ე მუხლებით მიმდინარეობს.