„საქართველოს თქვენი იმედი აქვს“: სალომე ზურაბიშვილმა მაკრონს მეორე ვადით არჩევა მიულოცა

© Ministry of Internal Affairs of Georgiaსალომე ზურაბიშვილი
სალომე ზურაბიშვილი - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2022
გამოწერა
7 მაისს მაკრონმა სახელმწიფოს მეთაურის პოსტი მეორე ვადით ოფიციალურად დაიკავა
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საფრანგეთის პრეზიდენტ ემანუელ მაკრონს მეორე ვადით არჩევა და ინაუგურაცია მიულოცა.
„საქართველოს აქვს თქვენი იმედი, რომ უხელმძღვანელებთ ძლიერ საფრანგეთს ძლიერ ევროპაში, რომელიც მისი მეზობლებისთვის ღიაა“, – დაწერა სალომე ზურაბიშვილმა Twitter-ზე.
საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა, რომელიც მეორე ვადით ხუთი წლით აირჩიეს, სახელმწიფოს მეთაურის პოსტი 7 მაისს ოფიციალურად დაიკავა.
24 აპრილს საფრანგეთში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური გაიმართა. პრეზიდენტობისთვის იბრძოდნენ მოქმედი პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი და ულტრამემარჯვენე პარტია „ეროვნული გაერთიანების“ ლიდერი მარინ ლე პენი. საფრანგეთის საკონსტიტუციო საბჭოს საბოლოო მონაცემებით, მაკრონმა ხმების 58,55% მიიღო, ლე პენმა – 41,45%.
ყველა ახალი ამბავი
0