https://sputnik-georgia.com/20220507/mkvleloba-aspinzasi-dakavebul-mamakacs-brali-waredgina-266508175.html
მკვლელობა ასპინძაში: დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა
მკვლელობა ასპინძაში: დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა
Sputnik საქართველო
ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
2022-05-07T21:03+0400
2022-05-07T21:03+0400
2022-05-07T21:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პროკურატურა
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/70/234097073_0:78:1500:922_1920x0_80_0_0_3ddb5e1282674e19da52da5d83c25b3d.jpg
თბილისი, 7 მაისი– Sputnik. ასპინძაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ოჯახის წევრების მიმართ სისტემატური ცემის ფაქტზე 36 წლის მამაკაცს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.როგორც გამოძიებით დადგინდა, 5 მაისს ბრალდებულმა დაბა ასპინძაში შურისძიების მოტივით ყელის არეში დანა დაარტყა მისსავე თანასოფლელს, რომელიც მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.ბრალდებული ასევე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად სცემდა მეუღლეს და არასრულწლოვან გერს.გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 126-ე მუხლის მეორე ნაწილით (სისტემატური ცემა დამამძიმებელ გარემოებებში) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.წყარო - საქართველოს პროკურატურა
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23409/70/234097073_84:0:1417:1000_1920x0_80_0_0_225da7f171d428de4f3e1358e8b84967.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მკვლელობა ასპინძა მამაკაცი ბრალი წარდგინა
მკვლელობა ასპინძა მამაკაცი ბრალი წარდგინა
მკვლელობა ასპინძაში: დაკავებულ მამაკაცს ბრალი წარედგინა
21:03 07.05.2022 (განახლებულია: 21:04 07.05.2022) ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 7-დან 15 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.
თბილისი, 7 მაისი– Sputnik. ასპინძაში მომხდარი განზრახ მკვლელობის და ოჯახის წევრების მიმართ სისტემატური ცემის ფაქტზე 36 წლის მამაკაცს ბრალდება წარედგინა. ინფორმაციას საქართველოს პროკურატურა ავრცელებს.
როგორც გამოძიებით დადგინდა, 5 მაისს ბრალდებულმა დაბა ასპინძაში შურისძიების მოტივით ყელის არეში დანა დაარტყა მისსავე თანასოფლელს, რომელიც მიყენებული დაზიანებებით საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა.
ბრალდებული ასევე გენდერის ნიშნით შეუწყნარებლობის მოტივით სისტემატურად სცემდა მეუღლეს და არასრულწლოვან გერს.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) და 126-ე მუხლის მეორე ნაწილით (სისტემატური ცემა დამამძიმებელ გარემოებებში) მიმდინარეობს, რაც სასჯელის სახედ და ზომად 7-დან 15 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
პროკურატურამ ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების შუამდგომლობით სასამართლოს უკვე მიმართა.