https://sputnik-georgia.com/20220507/mestiasi-dializis-kaboneti-gaixsna-266498058.html
მესტიაში დიალიზის კაბინეტი გაიხსნა
მესტიაში დიალიზის კაბინეტი გაიხსნა
Sputnik საქართველო
დიალიზის კაბინეტები თიანეთში, ყაზბეგში, ამბროლაურში და კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიხსნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა
2022-05-07T12:32+0400
2022-05-07T12:32+0400
2022-08-06T14:04+0400
ახალი ამბები
საქართველო
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
საქართველოს რეგიონები
სვანეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/87/248188712_0:310:2975:1983_1920x0_80_0_0_efe6c9741bb87133982e9e34814a26b1.jpg
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. დაბა მესტიაში დიალიზის კაბინეტი გაიხსნა, იუწყება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.მანამდე ბენეფიციარებს ამ სერვისის მისაღებად ზუგდიდში ჩასვლა ან თბილისში საცხოვრებლად გადასვლა უწევდათ.დიალიზის თერაპიისთვის უკვე სრულად არის აღჭურვილი მესტიის მუნიციპალური საავადმყოფო. ბენეფიციარებს პირველ ეტაპზე რუხის კლინიკის ექიმები მოემსახურებიან, უახლოეს მომავალში კი მათ სამინისტროს მიერ სპეციალურად გადამზადებული კადრები ჩაანაცვლებენ.ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა უკვე დაათვალიერა ჯანდაცვის ცენტრი, სადაც დიალიზის განყოფილება მოეწყო.„ვაპირებთ კიდევ რამდენიმე ადგილას დავამატოთ დიალიზის კაბინეტები, ესენია თიანეთი, ყაზბეგი, ამბროლაური და კიდევ რამდენიმე ქალაქი. აუცილებელია მსგავსი სერვისის მიწოდება მოსახლეობისთვის“, - განაცხადა აზარაშვილმა.მესტიაში ასევე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე.ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სერვისები „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში იხსნება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.
საქართველო
სვანეთი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24818/87/248188712_294:366:2450:1983_1920x0_80_0_0_1193e4f0fb99fe3ad7de754f6fbfd756.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მესტია დიალიზი კაბინეტი გახსნა
მესტია დიალიზი კაბინეტი გახსნა
მესტიაში დიალიზის კაბინეტი გაიხსნა
12:32 07.05.2022 (განახლებულია: 14:04 06.08.2022) დიალიზის კაბინეტები თიანეთში, ყაზბეგში, ამბროლაურში და კიდევ რამდენიმე ქალაქში გაიხსნება, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრმა
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. დაბა მესტიაში დიალიზის კაბინეტი გაიხსნა, იუწყება საქართველოს დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.
მანამდე ბენეფიციარებს ამ სერვისის მისაღებად ზუგდიდში ჩასვლა ან თბილისში საცხოვრებლად გადასვლა უწევდათ.
დიალიზის თერაპიისთვის უკვე სრულად არის აღჭურვილი მესტიის მუნიციპალური საავადმყოფო. ბენეფიციარებს პირველ ეტაპზე რუხის კლინიკის ექიმები მოემსახურებიან, უახლოეს მომავალში კი მათ სამინისტროს მიერ სპეციალურად გადამზადებული კადრები ჩაანაცვლებენ.
ჯანდაცვის მინისტრმა ზურაბ აზარაშვილმა უკვე დაათვალიერა ჯანდაცვის ცენტრი, სადაც დიალიზის განყოფილება მოეწყო.
„ვაპირებთ კიდევ რამდენიმე ადგილას დავამატოთ დიალიზის კაბინეტები, ესენია თიანეთი, ყაზბეგი, ამბროლაური და კიდევ რამდენიმე ქალაქი. აუცილებელია მსგავსი სერვისის მიწოდება მოსახლეობისთვის“, - განაცხადა აზარაშვილმა.
მესტიაში ასევე იმყოფებოდნენ მინისტრის მოადგილე ილია ღუდუშაური და სამედიცინო ჰოლდინგის ხელმძღვანელი ჯაბა სირბილაძე.
ქვეყნის მასშტაბით აღნიშნული სერვისები „დიალიზის და თირკმლის ტრანსპლანტაციის სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში იხსნება, რომელსაც ჯანდაცვის სამინისტრო ახორციელებს.