გუდაური-კობის მონაკვეთზე მსუბუქი ტრანსპორტის მოძრაობა აღდგა

© Roads Department of Georgiaგზის გაწმენდა გუდაური-კობის მონაკვეთზე
გზის გაწმენდა გუდაური-კობის მონაკვეთზე - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2022
გამოწერა
გზის ამ მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში.
თბილისი, 7 მაისი– Sputnik. ჩატარებული გაწმენდითი სამუშაოების შედეგად, საერთაშორისო მნიშვნელობის მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის გუდაური–კობის მონაკვეთზე მსუბუქი ავტოტრანსპორტის გადაადგილება აღდგენილია, იუწყება საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
გუდაური–კობის მონაკვეთზე ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა დიდთოვლობის გამო გუშინ გვიან ღამით აიკრძალა.
ამ დროისთვის, თოვლის გამო, გზის აღნიშნულ მონაკვეთზე კვლავ აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა.
უწყების ცნობით, გუდაური–კობის მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება გაუჩერებლად გავლის რეჟიმში, მხოლოდ ზვავდამცავი გვირაბების გავლით.
მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის გზა დღეისათვის ერთადერთი სახმელეთო მაგისტრალია, რომელიც საქართველოსა და სომხეთს რუსეთთან აკავშირებს, ხოლო საბაჟო-გამშვები პუნქტი „ყაზბეგი“–„ზემო ლარსი“ – ერთადერთი მოქმედი გამშვები პუნქტია საქართველო–რუსეთის სახმელეთო საზღვარზე.
წყარო - საავტომობილო გზების დეპარტამენტი.
ყველა ახალი ამბავი
0