დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 7 მაისი

© Pixabay / Fotocitizen
  - Sputnik საქართველო, 1920, 07.05.2022
გამოწერა
გთავაზობთ ყოველდღიურ ასტროლოგიურ პროგნოზს ზოდიაქოს თითოეული ნიშნისთვის. გაიგეთ ჩვენი ჰოროსკოპიდან, რას გვიმზადებენ ვარსკვლავები და რას გვირჩევენ ასტროლოგები
დღეს 2022 წლის 7 მაისია, შაბათი. მზარდი მთვარე კირჩხიბის ნიშანშია. ამ დღეს პლანეტა სატურნი მფარველობს.
შეეცადეთ, მბრძანებლური ტონი შეარბილოთ, არ მოახვიოთ გარშემომყოფებს თქვენი თვალსაზრისი. ბევრი უსიამოვნო მომენტის თავიდან აცილება შეგიძლიათ, თუ ყურადღებით მოუსმენთ მათ, ვინც არ გეთანხმებით, შეეცდებით კომპრომისზე წასვლას. კარგი დღეა შოპინგინგისთვის.
დღის ასტროპროგნოზი ზოდიაქოს ნიშნებისთვის: 6 მაისი>>
ვერძი: დიდ მნიშვნელობას ნუ მიანიჭებთ წვრილმან უთანხმოებებს, დილით არ არის გამორიცხული უსიამოვნო საუბრები ახლობლებთან, თუმცა ეს თქვენს ურთიერთობებზე გავლენას არ მოახდენს. მოსალოდნელია კარგი ამბების გაგება სავარაუდოდ, სამუშაოსთან, ბიზნესთან ან სწავლასთან დაკავშირებით.
ქალის სილუეტი - Sputnik საქართველო, 1920, 20.04.2022
პროფესია - ცოლი: ხუმრობანარევი, მაგრამ ყველაზე მართალი რეიტინგი ზოდიაქოს ნიშნების მიხედვით
კურო: დღეს ძალიან ბევრ საქმეს მოასწრებთ. ვარსკვლავების მხარდაჭერით მიაღწევთ წარმატებებს. შესაფერისი დღეა სახლის ან ოფისის მოსაწესრიგებლად, უსარგებლო ნივთების გადასაყრელად. საღამო ხელსაყრელი დროა მეგობრებთან შეხვედრისთვის, საყვარელ ადამიანებთან კომუნიკაციისთვის.
ტყუპი: რისკავთ, რომ საკუთარი მოუსვენრობის მსხვერპლი გახდეთ. უამრავი იდეა და გეგმა გონებას აგირევთ, დახარჯავთ ფიზიკურ და მორალურ ძალას ყველაფრის რეალიზაციის უნაყოფო მცდელობებში. ამ სცენარში ყველაზე კარგი ვარიანტია ერთი საქმის ამორჩევა და მთელი ენერგიის მასზე დახარჯვა.
კირჩხიბი: არ აჰყვეთ სხვა ადამიანების ჯიბეში ფულის დათვლის ცდუნებას. წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება მთელმა დღემ ცუდად ჩაიაროს. თავი უნდა აარიდოთ ფინანსურ და ქონებრივ დავებს. უმჯობესია ენერგია სასიყვარულო თამაშებზე გადაიტანოთ: შესანიშნავი შედეგების მიღწევის შანსი გაქვთ.
მამაკაცი - Sputnik საქართველო, 1920, 04.03.2022
ყველაზე რთული მამაკაცები ზოდიაქოს ნიშნის მიხედვით
ლომი: შესაძლოა გააცნობიეროთ, რომ ეჭვიანობა რაღაც უეცარი გრძნობაა და შეიძლება იეჭვიანოთ ყველაზე და ყველაფერზე. დამშვიდდით, ერთ-ორ დღეში ამ გრძნობის კვალი აღარ დარჩება, მაგრამ თუ ამ გრძნობას დაემორჩილებით, ბევრი რამით რისკავთ. სჯობს თქვენი ენერგია რამე პოზიტიურზე მიმართოთ.
ქალწული: თქვენი შეხედულებები რადიკალურად განსხვავდება დანარჩენების შეხედულებებისგან. თქვენთვის გაუგებარი და საეჭვო იქნება სხვების ენთუზიაზმი და ამ ენთუზიაზმის თქვენთვის „გადმოდების“ მცდელობები. სჯობს, ენერგია მხოლოდ საკუთარი პრობლემების გადაჭრაზე დახარჯოთ.
სასწორი: შეიძლება სრულიადფანტასტიკური იდეამოგივიდეთ თავში! თითქოს ამიდეის ხორცშესხმა სრულიადშეუძლებელია. მაგრამმოინდომებთ მის რეალიზებას. ყველაფერი დანარჩენიბანალური და მოსაწყენი მოეჩვენებათ. გუმანით ხვდებით, რომ ამფანტასტიკურ იდეასგანხორციელების კარგიშანსი აქვს.
ფარდა - Sputnik საქართველო, 1920, 17.02.2022
ზოდიაქოს ყველაზე არტისტული ნიშნები
მორიელი: შეგიძლიათ საქმეებშიარაჩვეულებრივი შედეგებიაჩვენოთ. სხვებისთვის მოსაწყენ საკითხებსდიდი ენთუზიაზმით გადაწყვეტთ. ჩვეულებრივი საქმიანობაც კი შემოქმედებითი მუხტით იქნებაგაჯერებული. ამიტომგამოიყენეთ ესდღე იმსაქმეებისთვის, რომლებიცთქვენში ენთუზიაზმს არ აღძრავდა.
მშვილდოსანი: გაგიჩნდებათ სურვილი, რომ სხვებზე უკეთესი იყოთ. და საქმე სულაც არ ეხება ტრაბახს. ეს ყველაფერი თქვენთვის თამაშის მაგვარია, სადაც სურვილი გაქვთ არა ტრაბახის, არამედ რაღაც უკეთესის გაკეთების. და რა არის ამაში ცუდი? ერთადერთი, რასაც უნდა ერიდოთ, ეს აზარტული თამაშებია.
თხის რქა: დღეს თქვენში ნამდვილი „ოტელო“ გაიღვიძებს. მთელი დღე საყვარელი ადამიანის ნებისმიერი ქცევა საეჭვოდ მოგეჩვენებათ, ყოველ კუთხე–კუნჭულში ღალატის ნიშნებს „დაინახავთ“. ეცადეთ, მოთოკოთ ეჭვიანობა, ეს არაფერ კარგს არ მოიტანს თქვენს ურთიერთობებში.
ლამაზი ქალი - Sputnik საქართველო, 1920, 03.12.2021
ზოდიაქო: ყველაზე ურცხვი, ვულგარული ნიშნები
მერწყული: თქვენი შემოქმედებითი პოტენციალი მაქსიმუმს მიაღწევს. შეგწევთ არა მარტო რთული საქმეების გაკეთება, არამედ მათი გაკეთება დიდი ხალისით. გაქვთ შანსი, გადაჭრათ მნიშვნელოვანი საკითხები, დაამთავროთ პროექტები და თქვენი შრომისთვის ღირსეული შედეგები მიიღოთ. დასვენებაც არ დაგავიწყდეთ.
თევზები: დილემის წინაშე – გინდათ თუ არ გინდათ, დღეს არ დადგებით პირველ ადგილზე იქნება სიტყვა „საჭიროა“. ამასთან, ნებისმიერ მოვალეობას საუკეთესოდ შეასრულებთ. გამოიყენეთ ეს ენერგია იმისთვის, რომ აჩვენოთ სხვებს (ხელმძღვანელობას), თქვენი შრომისუნარიანობა და გამჭრიახობა.
ყველა ახალი ამბავი
0