https://sputnik-georgia.com/20220507/afetqeba-havanasi-darupulta-ricxvi-32-mde-gaizarda-266509525.html
აფეთქება ჰავანაში: დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა
აფეთქება ჰავანაში: დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა
Sputnik საქართველო
სასტუმრო Saratoga-ში გაზის აფეთქება 6 მაისს მოხდა - აფეთქების ტალღამ შენობის ფასადი მეხუთე სართულამდე გაანადგურა.
2022-05-07T22:11+0400
2022-05-07T22:11+0400
2023-07-20T15:55+0400
მსოფლიო დღეს
მსოფლიოს ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24484/69/244846951_0:83:1600:983_1920x0_80_0_0_9f46c298466afe14597140b97d5bc02a.jpg
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ჰავანაში, სასტუმრო Saratoga-ში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა, კიდევ 19 უგზო-უკვლოდ გამოცხადდა, განაცხადა რეგიონული წითელი ჯვრის წარმომადგენელმა გლორია ბონინმა.მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 25 დაღუპულისა და 60 ჰოსპიტალიზებულის შესახებ.ექიმების ინფორმაციით, დედაქალაქის კლინიკებში სულ მცირე 44 ადამიანი რჩება, 10 კი გაწერეს.სასტუმრო Saratoga-ში გაზის აფეთქება 6 მაისს მოხდა. აფეთქების ტალღამ შენობის ფასადი მეხუთე სართულამდე გაანადგურა. დაზიანდა მიმდებარე შენობები.მომხდარის წინასწარი ვერსიაა - გაზგასამართი ცისტერნიდან საყოფაცხოვრებო გაზის გაჟონვა და აფეთქება.ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარს უბედური შემთხვევა უწოდა - სასტუმროს კონტრაქტორებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გაზის აღჭურვილობის მუშაობაზე, საჭირო ნებართვები და ლიცენზიები ჰქონდათ.სასტუმრო Saratoga, რომელიც ჰავანის კაპიტოლიუმის მოპირდაპირედ მდებარეობს, სარემონტო სამუშაოების გამო არ იყო შესახლებული. სასტუმროს გახსნა 10 მაისს იგეგმებოდა.წყარო - სააგენტო Prensa Latina.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24484/69/244846951_90:0:1510:1065_1920x0_80_0_0_5a5a5a5a37056e4bf5a8780b9ea36985.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
აფეთქება ჰავანა დაღუპულთა რიცხვი 32
აფეთქება ჰავანა დაღუპულთა რიცხვი 32
აფეთქება ჰავანაში: დაღუპულთა რიცხვი 32-მდე გაიზარდა
22:11 07.05.2022 (განახლებულია: 15:55 20.07.2023) სასტუმრო Saratoga-ში გაზის აფეთქება 6 მაისს მოხდა - აფეთქების ტალღამ შენობის ფასადი მეხუთე სართულამდე გაანადგურა.
თბილისი, 7 მაისი – Sputnik. ჰავანაში, სასტუმრო Saratoga-ში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა რაოდენობა 32-მდე გაიზარდა, კიდევ 19 უგზო-უკვლოდ გამოცხადდა, განაცხადა რეგიონული წითელი ჯვრის წარმომადგენელმა გლორია ბონინმა.
მანამდე ვრცელდებოდა ინფორმაცია 25 დაღუპულისა და 60 ჰოსპიტალიზებულის შესახებ.
„წითელი ჯვრის პროვინციული ფრონტის ხელმძღვანელი საოჯახო კავშირების აღდგენის საკითხებში გლორია ბონინი იუწყება, რომ ამ დროისთვის არსებული სიით 19 ადამიანი უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება, ხოლო 32 გარდაიცვალა“, - წერს სააგენტო Prensa Latina.
ექიმების ინფორმაციით, დედაქალაქის კლინიკებში სულ მცირე 44 ადამიანი რჩება, 10 კი გაწერეს.
სასტუმრო Saratoga-ში გაზის აფეთქება 6 მაისს მოხდა. აფეთქების ტალღამ შენობის ფასადი მეხუთე სართულამდე გაანადგურა. დაზიანდა მიმდებარე შენობები.
მომხდარის წინასწარი ვერსიაა - გაზგასამართი ცისტერნიდან საყოფაცხოვრებო გაზის გაჟონვა და აფეთქება.
ადგილობრივმა ხელისუფლებამ მომხდარს უბედური შემთხვევა უწოდა - სასტუმროს კონტრაქტორებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან გაზის აღჭურვილობის მუშაობაზე, საჭირო ნებართვები და ლიცენზიები ჰქონდათ.
სასტუმრო Saratoga, რომელიც ჰავანის კაპიტოლიუმის მოპირდაპირედ მდებარეობს, სარემონტო სამუშაოების გამო არ იყო შესახლებული. სასტუმროს გახსნა 10 მაისს იგეგმებოდა.