https://sputnik-georgia.com/20220507/-ian-gaginis-interviu-266487258.html
იან გაგინი: უკრაინისთვის გადაცემული დასავლური ტექნიკა ცუდად მუშაობს
იან გაგინი: უკრაინისთვის გადაცემული დასავლური ტექნიკა ცუდად მუშაობს
Sputnik საქართველო
07.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-07T12:00+0400
2022-05-07T12:00+0400
2022-05-07T12:00+0400
ინტერვიუ
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0d/265950319_0:159:3075:1889_1920x0_80_0_0_c6c0e6d4bdae224b0681e932cd2de093.jpg
დონეცკის მეთაურის მრჩეველმა, იან გაგინმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ისაუბრა, მოსალოდნელია თუ არა დონბასის სრული გათავისუფლება გამარჯვების დღისთვის, როგორ არის საქმე „აზოვსტალში“ და რატომ ახერხებენ ნაციონალისტები ამ ობიექტზე ამდენ ხანს გაჩერებას. მან ასევე თქვა, რა გეგმები აქვს დონეცკს ეკონომიკური განვითარებისთვის, შეძლებს თუ არა ის დოტაციების გარეშე ცხოვრებას, თუ დამოკიდებული იქნება რუსეთზე.— კადიროვის თქმით, აზოვსტალში 150-170 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ?— ჩვენ ასეთი მონაცემები შეგვიძლია მივიღოთ მხოლოდ თავად „აზოვის“ მებრძოლებზე დაყრდნობით, რომლებიც ახლა იქ იმყოფებიან და ქარხანა უკავიათ. ანუ მათი მძევლების რაოდენობას ახლა პრაქტიკულად ვერ ვაფასებთ. ეს ვიცით მხოლოდ თავად ბოევიკებისგან, ან მათგან, ვინც უკვე შეძლო „აზოვსტალის“ დატოვება.— შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ იქ, დაქირავებულთა შორის, არის გენერალიც? თვითმხილველებმა განაცხადეს...— რაც შეეხება უცხოელი ოფიცრების, უცხოური ჯარების, ნატოს არმიის ოფიცრების იქ ყოფნას, ამის დასტური შეიძლება იყოს ტყვეების ჩვენებები, იქიდან გამოსული მშვიდობიანი მოსახლეობის სიტყვები; ასევე ძალისხმევა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ, რათა, „აზოვი“ განბლოკონ, გაათავისუფლონ, მოლაპარაკების ყველა მცდელობა, რომელიც ტარდებოდა უცხო სახელმწიფოების მეთაურების მიერ, პირველ რიგში, იგივე მაკრონის მხრიდან...— ანუ შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ იქ თავს მნიშვნელოვანი უცხოელი გენერალი აფარებს, რომლის გამოხსნას გარიგებით ცდილობენ?— ნებისმიერ შემთხვევაში, შემიძლია დავადასტურო იქ უცხო სახელმწიფოების, უპირველეს ყოვლისა, ევროპული სახელმწიფოების უფროსი ოფიცრების ყოფნა. ამას თავად „აზოველებიც“ აცხადებენ, ტყვედ ჩავარდნილებიც, ჩაბარებულებიც და იქიდან გამოსული მშვიდობიანი მოქალაქეებიც. ანუ ამის შესახებ მათი ნათქვამით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. პლუს ამას, ამას შეიძლება ირიბად მოწმობდეს აზოვსტალისა და „აზოველების“ გათავისუფლების მცდელობები და უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლების მიერ მოლაპარაკების მცდელობები. კერძოდ, ხშირი ზარები, ხშირი თხოვნები იგივე პრეზიდენტ მაკრონისგან.— რომელი ქვეყნის დაქირავებულები შეიძლება იყვნენ იქ?— სავარაუდოდ, შეერთებული შტატებისა, დოდო ბრიტანეთისა, საფრანგეთისა.— როგორ ფიქრობთ, რამდენად ეყოფათ ბოევიკებს საკვების მარაგი?— ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს ეყოფათ, ძნელი სათქმელია, რამდენი ჰქონდათ. მაგრამ ვიმეორებ, როგორც ადრე ვთქვი, „აზოვსტალი“ არის საბჭოთა კავშირის დროს აშენებული საწარმო, ბირთვული ომის ალბათობის გათვალისწინებით. ეს არის სერიოზულად გამაგრებული ტერიტორია, ეს არის ძალიან სერიოზული, საკმაოდ გამძლე შენობა-ნაგებობები, გადარჩენის ყველა პირობით. ანუ, ეს არის წყლის ავზები, ეს არის პირადი შემადგენლობის სათავსოები, ავტონომიური ელექტროსადგურები, დიზელის ელექტროსადგურები. გარდა ამისა, იქ არის ერთგვარი სარეზერვო გასასვლელები, რათა წყლის მიღება გარედან შეძლონ. შესაძლოა არსებობდეს ჰაერის მიწოდების სარეზერვო სისტემებიც. სავარაუდოდ, კავშირიც დუბლირებულია რაღაც გზით.— ბოევიკებს საშუალება აქვთ, მისწერონ მიმართვები რომის პაპსა და ზელენსკის. რატომ არ შეუძლიათ, უბრალოდ გაუთიშონ კომუნიკაციები და ელექტროენერგია?— ვიმეორებ: ელექტროენერგიისთვის სავარაუდოდ, ისინი იყენებენ ენერგიის ავტონომიურ წყაროებს. ეს არის საკმაოდ მაღალი სიმძლავრის ავტონომიური დიზელის გენერატორები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი იყენებენ არა მხოლოდ GSM, არამედ სატელიტურ კომუნიკაციებს. ანუ მათი საკომუნიკაციო არხები დუბლირებულია, საკმაოდ კარგად არის აღჭურვილი.— ახლა მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკებები?— მოლაპარაკებები იმით შემოიფარგლება, რომ მათ ყოველდღიურად სთავაზობენ ჰუმანიტარულ დერეფანს, რათა იარაღი დადონ და წინააღმდეგობა შეწყვიტონ. ასე სთავაზობენ ამ დერეფანს მშვიდობიან მოსახლეობას, თუ იქ ასეთები არიან.— და რა მოუვა ქარხანას გათავისუფლების შემდეგ?— ეს უზარმაზარი საწარმოა, მთელი კომპლექსია — შენობებისა და ნაგებობების კომპლექსი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად დაზიანდა ისინი, რისი გამოყენება შეიძლება და რისი — არა. ვვარაუდობ, რომ გათავისუფლების შემდეგ მოხდება ნაგებობების დეტალურად შესწავლა. ახლა, მის აღებამდე და შესწავლამდე რთულია ვილაპარაკოთ ქარხნის მომავალში გამოყენების შესაძლებლობებზე.— ანუ, ნაადრევია საუბარი დონეცკის ეკონომიკაში მისი ჩართვის გეგმებზე?— ჯერ ნაადრევია ამ საკითხის განხილვა. ჩვენ არ ვიცით საწარმოს მდგომარეობა და არ ვიცით რა მდგომარეობაში იქნება.— მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები რუსულ ბანკებთან, რომ დონბასში და სხვა ტერიტორიებზე იმუშავონ? მიიღეთ ვინმესგან თანხმობა?— რაც შეეხება რუსულ ბანკებთან მოლაპარაკებებს, ისინი მანამდეც მიმდინარეობდა. იყო მცდელობები რუსული ბანკების მხრიდან, რომ სამუშაოდ შემოსულიყვნენ. მაგრამ აღიარებამდე ეს არაეფექტური იყო, ეს მცდელობები არ იყო სრულფასოვანი. მაგრამ იმ დიდი რაოდენობის საინვესტიციო პროექტების გათვალისწინებით, რესპუბლიკის, საწარმოების, საცხოვრებელი სექტორის განვითარების პროექტებისა, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, რომელშიც დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან საინტერესო ბაზარი, ახალი ბაზარი რუსული ბანკებისთვის.— რამდენად არის დამოკიდებული დონეცკის ბიუჯეტი რუსეთზე?— რაც შეეხება თავად დონეცკის სუბსიდირებას, მინდა შეგახსენოთ, რომ დონეცკი ახლო წარსულში იყო უკრაინის დონეცკის ოლქი, იყო ქვეყნის ყველაზე განვითარებული ინდუსტრიული რეგიონი და იყო ყველაზე დიდი გადასახადის გადამხდელი ამ ქვეყანაში. ომის პირობებშიც კი, 2014 წლიდან დღემდე, რესპუბლიკაში სამრეწველო საწარმოები ფუნქციონირებდა. ისინი განაგრძობდნენ ნახშირის მოპოვებას. ანუ, მუშაობდა მოპოვება, სამრეწველო საწარმოები და მძიმე მეტალურგია. ასევე სოფლის მეურნეობის სექტორიც.ვფიქრობ, როცა ეს სპეცოპერაცია დასრულდება, დონეცკი ფულის თხოვნას არ დაიწყებს. აქაური საწარმოები საქონელს აწარმოებენ როგორც რუსეთისთვის, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის. პროდუქცია, რომელიც იწარმოებოდა დონეცკსა და ლუგანსკში, მთელ მსოფლიოში აინტერესებდათ. ეს ხარისხის ნიშანია, ხარისხის ტრადიციაა. ასე რომ, ვფიქრობ, დონეცკი არ დადგება გაწვდილი ხელით.— რაც შეეხება მარიუპოლის პორტში მდგარ გემების ეკიპაჟს, მათ შორის უცხოურს, უკვე წავიდნენ? თუ არა, როდის წავლენ?— არ ვარ მზად პასუხისთვის.— და როგორ მიდის წინსვლა დონეცკისა და ლუგანსკის სხვა ტერიტორიებზე? არის თუ არა შანსი, რომ ოპერაცია 9 მაისამდე დასრულდეს?— ჩემი ვარაუდით, 9 მაისამდე ამ სპეცოპერაციის დასრულება ვერ მოხერხდება. ჩვენ ყველას მშვენივრად უნდა გვესმოდეს, რომ „აზოვსტალისა“ და ასევე დონეცკის სხვა დასახლებების განთავისუფლებისას პირველ რიგში უნდა დავაფასოთ ჩვენი მებრძოლების სიცოცხლე და დავაფასოთ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე. ეს ართულებს, ანელებს თავად სპეცოპერაციას, რადგან მოწინააღდეგე მშვიდობიან მოსახლეობას ფარად იყენებს. ვიმეორებ, ყველა ბრძოლა, ყველა სპეცოპერაცია რომელიმე დასახლების გასათავისუფლებლად, ეს ცოცხალ ადამიანზე ქირურგიულ ოპერაციას ჰგავს. ანუ, აქ უბრალოდ არ შეიძლება აჩქარება. გარკვეული დარტყმების მიყენებისას დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობას არ ვურტყამთ. და კიდევ, არ შეიძლება გაიწიროს ქვეითი ჯარი.— სად და რა სახის რეფერენდუმია შესაძლებელი რიგი ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ?— რაც შეეხება რეფერენდუმებს, ეს კითხვა ალბათ ამ ტერიტორიების მცხოვრებლებს უნდა დაუსვათ. ეს არის იგივე ხერსონის ოლქი, შესაძლოა ხარკოვისა და სხვა რეგიონებისაც. ვფიქრობ, მოსახლეობის ლოიალობის გათვალისწინებით, შესაძლებელია თვითმმართველობის ორგანოების შექმნა — არის ასეთი ალბათობა, რომ ასეთი რეფერენდუმი ჩატარდეს.— არსებობს უამრავი ცნობა „ჯაველინებისა“ და სხვა ტროფეების ჩამორთმევის შესახებ. შესაძლებელია თუ არა წინასწარიშედეგებისშეჯამება, როგორმოახერხეთმათიგამოყენება?— რაც შეეხებადატყვევებულტექნიკას, უცხოურ აღჭურვილობას, უპირველეს ყოვლისა, ნატოს ქვეყნებიდან, თავად ტყვეების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჩვენივე მებრძოლების თქმით, შეიძლება ითქვას, რომ მუშაობს... პირობითად, სამიდან ერთი, ან ოთხიდანერთი. სამხედრო ტექნიკის, სხვადასხვა სისტემის საბრძოლო მასალის უმეტესი ნაწილი, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა უსასყიდლოდ გადასცეს უკრაინას, უსარგებლოა. ეს არის პროდუქტი, რომელსაცანვადაგაუვიდა, ანსათანადოდარ უვლიდნენ, ან სწორ პირობები არ ინახებოდა. მათი მუშაობის მაჩვენებელიდაბალია. ძნელისათქმელია, არაკვალიფიციურიმებრძოლებიცდილობდნენამაღჭურვილობისგამოყენებას, თუესმართლაცძველიარსენალისგანკარგვააევროპისმიერჰუმანიტარული დახმარების სახით.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/04/0d/265950319_173:0:2902:2047_1920x0_80_0_0_0749d714baeee8a7e08c65cc11f2cc11.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ინტერვიუ
დონეცკის მეთაურის მრჩეველმა, იან გაგინმა „რია ნოვოსტისთან“ ინტერვიუში ისაუბრა, მოსალოდნელია თუ არა დონბასის სრული გათავისუფლება გამარჯვების დღისთვის, როგორ არის საქმე „აზოვსტალში“ და რატომ ახერხებენ ნაციონალისტები ამ ობიექტზე ამდენ ხანს გაჩერებას. მან ასევე თქვა, რა გეგმები აქვს დონეცკს ეკონომიკური განვითარებისთვის, შეძლებს თუ არა ის დოტაციების გარეშე ცხოვრებას, თუ დამოკიდებული იქნება რუსეთზე.
— კადიროვის თქმით, აზოვსტალში 150-170 მშვიდობიანი მოქალაქე რჩება. რა ინფორმაცია გაქვთ ამის შესახებ?
— ჩვენ ასეთი მონაცემები შეგვიძლია მივიღოთ მხოლოდ თავად „აზოვის“ მებრძოლებზე დაყრდნობით, რომლებიც ახლა იქ იმყოფებიან და ქარხანა უკავიათ. ანუ მათი მძევლების რაოდენობას ახლა პრაქტიკულად ვერ ვაფასებთ. ეს ვიცით მხოლოდ თავად ბოევიკებისგან, ან მათგან, ვინც უკვე შეძლო „აზოვსტალის“ დატოვება.
— შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ იქ, დაქირავებულთა შორის, არის გენერალიც? თვითმხილველებმა განაცხადეს...
— რაც შეეხება უცხოელი ოფიცრების, უცხოური ჯარების, ნატოს არმიის ოფიცრების იქ ყოფნას, ამის დასტური შეიძლება იყოს ტყვეების ჩვენებები, იქიდან გამოსული მშვიდობიანი მოსახლეობის სიტყვები; ასევე ძალისხმევა, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ახორციელებენ, რათა, „აზოვი“ განბლოკონ, გაათავისუფლონ, მოლაპარაკების ყველა მცდელობა, რომელიც ტარდებოდა უცხო სახელმწიფოების მეთაურების მიერ, პირველ რიგში, იგივე მაკრონის მხრიდან...
— ანუ შეგიძლიათ დაადასტუროთ, რომ იქ თავს მნიშვნელოვანი უცხოელი გენერალი აფარებს, რომლის გამოხსნას გარიგებით ცდილობენ?
— ნებისმიერ შემთხვევაში, შემიძლია დავადასტურო იქ უცხო სახელმწიფოების, უპირველეს ყოვლისა, ევროპული სახელმწიფოების უფროსი ოფიცრების ყოფნა. ამას თავად „აზოველებიც“ აცხადებენ, ტყვედ ჩავარდნილებიც, ჩაბარებულებიც და იქიდან გამოსული მშვიდობიანი მოქალაქეებიც. ანუ ამის შესახებ მათი ნათქვამით შეგვიძლია ვიმსჯელოთ. პლუს ამას, ამას შეიძლება ირიბად მოწმობდეს აზოვსტალისა და „აზოველების“ გათავისუფლების მცდელობები და უცხო სახელმწიფოების წარმომადგენლების მიერ მოლაპარაკების მცდელობები. კერძოდ, ხშირი ზარები, ხშირი თხოვნები იგივე პრეზიდენტ მაკრონისგან.
— რომელი ქვეყნის დაქირავებულები შეიძლება იყვნენ იქ?
— სავარაუდოდ, შეერთებული შტატებისა, დოდო ბრიტანეთისა, საფრანგეთისა.
— როგორ ფიქრობთ, რამდენად ეყოფათ ბოევიკებს საკვების მარაგი?
— ძნელი სათქმელია, რამდენ ხანს ეყოფათ, ძნელი სათქმელია, რამდენი ჰქონდათ. მაგრამ ვიმეორებ, როგორც ადრე ვთქვი, „აზოვსტალი“ არის საბჭოთა კავშირის დროს აშენებული საწარმო, ბირთვული ომის ალბათობის გათვალისწინებით. ეს არის სერიოზულად გამაგრებული ტერიტორია, ეს არის ძალიან სერიოზული, საკმაოდ გამძლე შენობა-ნაგებობები, გადარჩენის ყველა პირობით. ანუ, ეს არის წყლის ავზები, ეს არის პირადი შემადგენლობის სათავსოები, ავტონომიური ელექტროსადგურები, დიზელის ელექტროსადგურები. გარდა ამისა, იქ არის ერთგვარი სარეზერვო გასასვლელები, რათა წყლის მიღება გარედან შეძლონ. შესაძლოა არსებობდეს ჰაერის მიწოდების სარეზერვო სისტემებიც. სავარაუდოდ, კავშირიც დუბლირებულია რაღაც გზით.
— ბოევიკებს საშუალება აქვთ, მისწერონ მიმართვები რომის პაპსა და ზელენსკის. რატომ არ შეუძლიათ, უბრალოდ გაუთიშონ კომუნიკაციები და ელექტროენერგია?
— ვიმეორებ: ელექტროენერგიისთვის სავარაუდოდ, ისინი იყენებენ ენერგიის ავტონომიურ წყაროებს. ეს არის საკმაოდ მაღალი სიმძლავრის ავტონომიური დიზელის გენერატორები. შეგვიძლია ვთქვათ, რომ ისინი იყენებენ არა მხოლოდ GSM, არამედ სატელიტურ კომუნიკაციებს. ანუ მათი საკომუნიკაციო არხები დუბლირებულია, საკმაოდ კარგად არის აღჭურვილი.
— ახლა მიმდინარეობს მათთან მოლაპარაკებები?
— მოლაპარაკებები იმით შემოიფარგლება, რომ მათ ყოველდღიურად სთავაზობენ ჰუმანიტარულ დერეფანს, რათა იარაღი დადონ და წინააღმდეგობა შეწყვიტონ. ასე სთავაზობენ ამ დერეფანს მშვიდობიან მოსახლეობას, თუ იქ ასეთები არიან.
— და რა მოუვა ქარხანას გათავისუფლების შემდეგ?
— ეს უზარმაზარი საწარმოა, მთელი კომპლექსია — შენობებისა და ნაგებობების კომპლექსი. ჯერჯერობით უცნობია, რამდენად დაზიანდა ისინი, რისი გამოყენება შეიძლება და რისი — არა. ვვარაუდობ, რომ გათავისუფლების შემდეგ მოხდება ნაგებობების დეტალურად შესწავლა. ახლა, მის აღებამდე და შესწავლამდე რთულია ვილაპარაკოთ ქარხნის მომავალში გამოყენების შესაძლებლობებზე.
— ანუ, ნაადრევია საუბარი დონეცკის ეკონომიკაში მისი ჩართვის გეგმებზე?
— ჯერ ნაადრევია ამ საკითხის განხილვა. ჩვენ არ ვიცით საწარმოს მდგომარეობა და არ ვიცით რა მდგომარეობაში იქნება.
— მიმდინარეობს თუ არა მოლაპარაკებები რუსულ ბანკებთან, რომ დონბასში და სხვა ტერიტორიებზე იმუშავონ? მიიღეთ ვინმესგან თანხმობა?
— რაც შეეხება რუსულ ბანკებთან მოლაპარაკებებს, ისინი მანამდეც მიმდინარეობდა. იყო მცდელობები რუსული ბანკების მხრიდან, რომ სამუშაოდ შემოსულიყვნენ. მაგრამ აღიარებამდე ეს არაეფექტური იყო, ეს მცდელობები არ იყო სრულფასოვანი. მაგრამ იმ დიდი რაოდენობის საინვესტიციო პროექტების გათვალისწინებით, რესპუბლიკის, საწარმოების, საცხოვრებელი სექტორის განვითარების პროექტებისა, ჩვენი გამარჯვების შემდეგ, რომელშიც დარწმუნებული ვარ, ეს იქნება ძალიან საინტერესო ბაზარი, ახალი ბაზარი რუსული ბანკებისთვის.
— რამდენად არის დამოკიდებული დონეცკის ბიუჯეტი რუსეთზე?
— რაც შეეხება თავად დონეცკის სუბსიდირებას, მინდა შეგახსენოთ, რომ დონეცკი ახლო წარსულში იყო უკრაინის დონეცკის ოლქი, იყო ქვეყნის ყველაზე განვითარებული ინდუსტრიული რეგიონი და იყო ყველაზე დიდი გადასახადის გადამხდელი ამ ქვეყანაში. ომის პირობებშიც კი, 2014 წლიდან დღემდე, რესპუბლიკაში სამრეწველო საწარმოები ფუნქციონირებდა. ისინი განაგრძობდნენ ნახშირის მოპოვებას. ანუ, მუშაობდა მოპოვება, სამრეწველო საწარმოები და მძიმე მეტალურგია. ასევე სოფლის მეურნეობის სექტორიც.
ვფიქრობ, როცა ეს სპეცოპერაცია დასრულდება, დონეცკი ფულის თხოვნას არ დაიწყებს. აქაური საწარმოები საქონელს აწარმოებენ როგორც რუსეთისთვის, ისე მსოფლიოს სხვა ქვეყნებისთვის. პროდუქცია, რომელიც იწარმოებოდა დონეცკსა და ლუგანსკში, მთელ მსოფლიოში აინტერესებდათ. ეს ხარისხის ნიშანია, ხარისხის ტრადიციაა. ასე რომ, ვფიქრობ, დონეცკი არ დადგება გაწვდილი ხელით.
— რაც შეეხება მარიუპოლის პორტში მდგარ გემების ეკიპაჟს, მათ შორის უცხოურს, უკვე წავიდნენ? თუ არა, როდის წავლენ?
— არ ვარ მზად პასუხისთვის.
— და როგორ მიდის წინსვლა დონეცკისა და ლუგანსკის სხვა ტერიტორიებზე? არის თუ არა შანსი, რომ ოპერაცია 9 მაისამდე დასრულდეს?
— ჩემი ვარაუდით, 9 მაისამდე ამ სპეცოპერაციის დასრულება ვერ მოხერხდება. ჩვენ ყველას მშვენივრად უნდა გვესმოდეს, რომ „აზოვსტალისა“ და ასევე დონეცკის სხვა დასახლებების განთავისუფლებისას პირველ რიგში უნდა დავაფასოთ ჩვენი მებრძოლების სიცოცხლე და დავაფასოთ მშვიდობიანი მოსახლეობის სიცოცხლე. ეს ართულებს, ანელებს თავად სპეცოპერაციას, რადგან მოწინააღდეგე მშვიდობიან მოსახლეობას ფარად იყენებს. ვიმეორებ, ყველა ბრძოლა, ყველა სპეცოპერაცია რომელიმე დასახლების გასათავისუფლებლად, ეს ცოცხალ ადამიანზე ქირურგიულ ოპერაციას ჰგავს. ანუ, აქ უბრალოდ არ შეიძლება აჩქარება. გარკვეული დარტყმების მიყენებისას დარწმუნებული უნდა ვიყოთ, რომ მშვიდობიანი მოსახლეობას არ ვურტყამთ. და კიდევ, არ შეიძლება გაიწიროს ქვეითი ჯარი.
— სად და რა სახის რეფერენდუმია შესაძლებელი რიგი ტერიტორიების გათავისუფლების შემდეგ?
— რაც შეეხება რეფერენდუმებს, ეს კითხვა ალბათ ამ ტერიტორიების მცხოვრებლებს უნდა დაუსვათ. ეს არის იგივე ხერსონის ოლქი, შესაძლოა ხარკოვისა და სხვა რეგიონებისაც. ვფიქრობ, მოსახლეობის ლოიალობის გათვალისწინებით, შესაძლებელია თვითმმართველობის ორგანოების შექმნა — არის ასეთი ალბათობა, რომ ასეთი რეფერენდუმი ჩატარდეს.
— არსებობს უამრავი ცნობა „ჯაველინებისა“ და სხვა ტროფეების ჩამორთმევის შესახებ. შესაძლებელია თუ არა წინასწარიშედეგებისშეჯამება, როგორმოახერხეთმათიგამოყენება?
— რაც შეეხებადატყვევებულტექნიკას, უცხოურ აღჭურვილობას, უპირველეს ყოვლისა, ნატოს ქვეყნებიდან, თავად ტყვეების, ასევე მშვიდობიანი მოსახლეობისა და ჩვენივე მებრძოლების თქმით, შეიძლება ითქვას, რომ მუშაობს... პირობითად, სამიდან ერთი, ან ოთხიდანერთი. სამხედრო ტექნიკის, სხვადასხვა სისტემის საბრძოლო მასალის უმეტესი ნაწილი, რომელიც ევროპელმა პარტნიორებმა უსასყიდლოდ გადასცეს უკრაინას, უსარგებლოა. ეს არის პროდუქტი, რომელსაცანვადაგაუვიდა, ანსათანადოდარ უვლიდნენ, ან სწორ პირობები არ ინახებოდა. მათი მუშაობის მაჩვენებელიდაბალია. ძნელისათქმელია, არაკვალიფიციურიმებრძოლებიცდილობდნენამაღჭურვილობისგამოყენებას, თუესმართლაცძველიარსენალისგანკარგვააევროპისმიერჰუმანიტარული დახმარების სახით.