https://sputnik-georgia.com/20220506/zalosnoba-saba-asanize-266487753.html
ძალოსნობა: საბა ასანიძის ოქრო აკვრაში და მესამე ადგილი ორჭიდის ჯამში
ძალოსნობა: საბა ასანიძის ოქრო აკვრაში და მესამე ადგილი ორჭიდის ჯამში
Sputnik საქართველო
საბა ასანიძემ საბერძნეთში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში 324 კილოგრამი მოაგროვა. 06.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-06T22:19+0400
2022-05-06T22:19+0400
2022-05-07T00:03+0400
სპორტი
საქართველო
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/04/251369629_0:89:2201:1327_1920x0_80_0_0_df2af70aa3e0b0d854681e753d551056.jpg
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საბერძნეთში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველოს ნაკრების წევრმა საბა ასანიძემ ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.საბა ასანიძემ, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ატაცში სამიდან ორი ცდა გამოიყენა. ქართველმა სპორტსმენმა ჯერ 137 კილოგრამი დააფიქსირა, შემდეგ 141 კილოგრამი ასწია და აღნიშნულ დისციპლინაში მე-6 ადგილი დაიკავა.ორჭიდის ჯამში ასანიძეს 324 კილოგრამი დაუგროვდა, რაც საბოლოო ჯამში ბრინჯაოს მედლის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ საბა ასანიძე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი ასანიძის შვილია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/04/04/251369629_156:0:2045:1417_1920x0_80_0_0_70408cb69d83b862e23c9c6707176373.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები
სპორტი, საქართველო, ახალი ამბები
ძალოსნობა: საბა ასანიძის ოქრო აკვრაში და მესამე ადგილი ორჭიდის ჯამში
22:19 06.05.2022 (განახლებულია: 00:03 07.05.2022) საბა ასანიძემ საბერძნეთში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ორჭიდის ჯამში 324 კილოგრამი მოაგროვა.
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საბერძნეთში მიმდინარე მსოფლიოს ახალგაზრდულ ჩემპიონატზე ძალოსნობაში საქართველოს ნაკრების წევრმა საბა ასანიძემ ორჭიდის ჯამში ბრინჯაოს მედალი მოიპოვა.
საბა ასანიძემ, რომელიც 81 კილოგრამ წონით კატეგორიაში ასპარეზობდა, ატაცში სამიდან ორი ცდა გამოიყენა. ქართველმა სპორტსმენმა ჯერ 137 კილოგრამი დააფიქსირა, შემდეგ 141 კილოგრამი ასწია და აღნიშნულ დისციპლინაში მე-6 ადგილი დაიკავა.
ასანიძემ უკეთ იასპარეზა აკვრაში, სადაც პირველობა არავის დაუთმო. ქართველმა ძალოსანმა ჯერ 176, შემდეგ 183 კგ დაძლია და ამ სახეობაში ოქროს მედალი მოიპოვა.
ორჭიდის ჯამში ასანიძეს 324 კილოგრამი დაუგროვდა, რაც საბოლოო ჯამში ბრინჯაოს მედლის მოსაგებად საკმარისი აღმოჩნდა.
აღსანიშნავია, რომ საბა ასანიძე საქართველოს ნაკრების მთავარი მწვრთნელისა და 2004 წლის ოლიმპიური ჩემპიონის გიორგი ასანიძის შვილია.