https://sputnik-georgia.com/20220506/vin-miigebs-binebs-gorshi-devnil-ojaxebs-qulebi-amianiches-266470534.html
ვინ მიიღებს ბინებს გორში - დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები გამოქვეყნდა
ვინ მიიღებს ბინებს გორში - დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები გამოქვეყნდა
Sputnik საქართველო
მთავრობა 2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებლით 13 ათასი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებას გეგმავს. 06.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-06T14:19+0400
2022-05-06T14:19+0400
2022-05-06T19:53+0400
საქართველო
სოციალური სფერო საქართველოში
ჯანდაცვა საქართველოში
საზოგადოება
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/47/248474797_0:156:3001:1844_1920x0_80_0_0_b93914bd1e375a2bddc86a8489165b91.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. გორში ახალაშენებულ კორპუსებში ბინების მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გამოქვეყნდა. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.კორექტირებული ქულების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს ოჯახების განაცხადების რაოდენობას, რომლებსაც მონიტორინგის ჯგუფები გადაამოწმებენ.სააგენტოს ცნობით, აპლიკანტთა სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდგომაც განახლებული სია გამოქვეყნდება.მთავრობა 2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებლით 13 ათასი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებას გეგმავს.ახალაშენებული ბინები, რომლებსაც სახელმწიფო ყიდულობს და იძულებით გადაადგილებულ პირებს გადასცემს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა არაა.სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ, ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24847/47/248474797_166:0:2833:2000_1920x0_80_0_0_96431c1d4a2ece2359f264fcce99e27a.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
საქართველო, სოციალური სფერო საქართველოში, ჯანდაცვა საქართველოში, საზოგადოება, ახალი ამბები
ვინ მიიღებს ბინებს გორში - დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული ქულები გამოქვეყნდა
14:19 06.05.2022 (განახლებულია: 19:53 06.05.2022) მთავრობა 2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებლით 13 ათასი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებას გეგმავს.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. გორში ახალაშენებულ კორპუსებში ბინების მიღების მსურველი დევნილი ოჯახებისთვის მინიჭებული წინასწარი ქულები გამოქვეყნდა. ინფორმაციას დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო ავრცელებს.
კორექტირებული
ქულების გათვალისწინებით, დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისია განსაზღვრავს ოჯახების განაცხადების რაოდენობას, რომლებსაც მონიტორინგის ჯგუფები გადაამოწმებენ.
სააგენტოს ცნობით, აპლიკანტთა სიის გამოქვეყნებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში დევნილ ოჯახებს დამატებითი დოკუმენტაციის წარდგენის შესაძლებლობა ექნებათ. შესაბამისი საფუძვლის არსებობის შემთხვევაში წინასწარი ქულები გადაფასდება, რის შემდგომაც განახლებული სია გამოქვეყნდება.
„მონიტორინგის ჯგუფები დევნილი ოჯახების საცხოვრებელ პირობებსა და საჭიროებებს ადგილზე შეისწავლიან. გადამოწმებული განაცხადები გადაწყვეტილების მისაღებად დევნილთა საკითხების შემსწავლელ კომისიას წარედგინება. ბინების განაწილების პროცესი ღიად და გამჭვირვალედ წარიმართება“, – აღნიშნულია ინფორმაციაში.
მთავრობა 2022-2024 წლებში ახალი საცხოვრებლით 13 ათასი დევნილი ოჯახის დაკმაყოფილებას გეგმავს.
ახალაშენებული ბინები, რომლებსაც სახელმწიფო ყიდულობს და იძულებით გადაადგილებულ პირებს გადასცემს, მათი საცხოვრებლით უზრუნველყოფის ერთადერთი პროგრამა არაა.
სახელმწიფო ასევე აშენებს მრავალსართულიანი კორპუსების კვარტლებს რეგიონებში, გამოყოფს დევნილთათვის თანხებს სოფლად სახლების შესაძენად, გადასცემს იძულებით გადაადგილებულ ოჯახებს საკუთრებაში იმ მუნიციპალურ ფართს, სადაც ისინი იმ მომენტისთვის ცხოვრობენ, ასევე საცხოვრებლის ქირის საფასურს უხდის.
დღეისათვის იძულებით გადაადგილებული პირის სტატუსი მინიჭებული აქვს 286,8 ათასზე მეტ ადამიანს, ეს კი 90,6 ათასზე მეტი ოჯახია.