https://sputnik-georgia.com/20220506/ukvdavi-polkis-msvleloba-88-qveyanasi-gamarteba-266474043.html
რუსეთის საგარეო უწყება: „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა 88 ქვეყანაში გაიმართება
რუსეთის საგარეო უწყება: „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა 88 ქვეყანაში გაიმართება
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა წელს 88 ქვეყანაში გაიმართება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის... 06.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-06T21:30+0400
2022-05-06T21:30+0400
2022-05-06T23:47+0400
რუსეთი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/09/251680218_0:67:1280:787_1920x0_80_0_0_71d0c6acc2a62138c34d24eb0dfb61b9.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა წელს 88 ქვეყანაში გაიმართება, განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი ზაიცევმა ბრიფინგზე.მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ნაციზმის წინააღმდეგ მებრძოლი საბჭოთა ხალხის ხსოვნის პატივისცემა.ზაიცევის თქმით, ტრადიციული ღონისძიებები — „წმინდა გიორგის ლენტი“, „უკვდავი პოლკი“, უცნობი ჯარისკაცების საფლავებისა და ომის მემორიალების ყვავილებით შემკობა თითქმის 130 ქვეყანაში გაიმართება. ისინი ორგანიზებულია რუსი თანამემამულეების მიერ.როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დასძინა, შესაძლო პროვოკაციების გათვალისწინებით, დიდი ყურადღება ექცევა უსაფრთხოების საკითხებს.თავის მხრივ, სენატორმა ანდრეი კლიმოვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ წელს „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა და სხვა პატრიოტული ღონისძიებები გაიმართება ანგოლაში და აფრიკის ზოგ სხვა ქვეყანაშიც. მისი თქმით, ღონისძიებების ორგანიზაციაში ჩართული არიან რუსეთის საელჩოები, თანამემამულეები და აქტივისტები.„უკვდავი პოლკი“ რუსული ნაციონალური აქციაა, რომელიც რუსეთსა და სხვა ქვეყნებში დიდი სამამულო ომის მონაწილეთა და მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად იმართება. აქცია პირველად 2012 წლის 9 მაისს გაიმართა ტომსკში, ადგილობრივი ჟურნალისტების ინიციატივით, ხოლო 2013 წლიდან მთელი რუსეთის მასშტაბით ტარდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ის ონლაინ-რეჟიმში იმართებოდა COVID-19-ის პანდემიის გამო.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/05/09/251680218_72:0:1209:853_1920x0_80_0_0_e703c49d8f39962d419d77e3c03d8cd7.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
რუსეთი
რუსეთის საგარეო უწყება: „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა 88 ქვეყანაში გაიმართება
21:30 06.05.2022 (განახლებულია: 23:47 06.05.2022) თბილისი, 6 მაისი — Sputnik. „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა წელს 88 ქვეყანაში გაიმართება,
განაცხადა რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციისა და პრესის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ ალექსეი ზაიცევმა ბრიფინგზე.
„უკვდავი პოლკი“ ვენესუელაში წელს პირველად გაიმართება. მსვლელობა მოსალოდნელია არგენტინაში, ბელარუსში, ბულგარეთში, იორდანიაში, ესპანეთში, ყირგიზეთში, ნიკარაგუაში, სერბეთში და სხვა ქვეყნებში“, — განაცხადა დიპლომატმა.
მან ხაზგასმით აღნიშნა, რომ დღეს, როგორც არასდროს, მნიშვნელოვანია ნაციზმის წინააღმდეგ მებრძოლი საბჭოთა ხალხის ხსოვნის პატივისცემა.
ზაიცევის თქმით, ტრადიციული ღონისძიებები — „წმინდა გიორგის ლენტი“, „უკვდავი პოლკი“, უცნობი ჯარისკაცების საფლავებისა და ომის მემორიალების ყვავილებით შემკობა თითქმის 130 ქვეყანაში გაიმართება. ისინი ორგანიზებულია რუსი თანამემამულეების მიერ.
როგორც საგარეო საქმეთა სამინისტროს წარმომადგენელმა დასძინა, შესაძლო პროვოკაციების გათვალისწინებით, დიდი ყურადღება ექცევა უსაფრთხოების საკითხებს.
„ჩვენ სინანულით აღვნიშნავთ არაერთი სახელმწიფოს ხელისუფლების სურვილს, შეუქმნან დაბრკოლებები მათ, ვისაც სურს პატივი მიაგოს დიდი სამამულო ომის გმირების ხსოვნას“, — აღნიშნა მან.
თავის მხრივ, სენატორმა ანდრეი კლიმოვმა „რია ნოვოსტის“ განუცხადა, რომ წელს „უკვდავი პოლკის“ მსვლელობა და სხვა პატრიოტული ღონისძიებები გაიმართება ანგოლაში და აფრიკის ზოგ სხვა ქვეყანაშიც. მისი თქმით, ღონისძიებების ორგანიზაციაში ჩართული არიან რუსეთის საელჩოები, თანამემამულეები და აქტივისტები.
„უკვდავი პოლკი“ რუსული ნაციონალური აქციაა, რომელიც რუსეთსა და სხვა ქვეყნებში დიდი სამამულო ომის მონაწილეთა და მსხვერპლთა ხსოვნის პატივსაცემად იმართება. აქცია პირველად 2012 წლის 9 მაისს გაიმართა ტომსკში, ადგილობრივი ჟურნალისტების ინიციატივით, ხოლო 2013 წლიდან მთელი რუსეთის მასშტაბით ტარდება. ბოლო ორი წლის განმავლობაში ის ონლაინ-რეჟიმში იმართებოდა COVID-19-ის პანდემიის გამო.