U21: საქართველოს საფეხბურთო ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ შეხვედრას გამართავს

© photo: Sputnik / Stringerფეხბურთის მოედანი
ფეხბურთის მოედანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
საქართველოსა და რუმინეთს შორის შეხვედრა 3 ივნისს გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე გაიმართება.
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოს 21-წლამდელთა საფეხბურთო ნაკრები 2023 წლის ევროპის ჩემპიონატისთვის მზადებას აგრძელებს.
რამაზ სვანაძის მიერ გაწვრთნილი გუნდი ივნისში მორიგ ამხანაგურ მატჩს გამართავს.
ქართველი ახალგაზრდები 3 ივნისს რუმინელ თანატოლებს დაუპირისპირდებიან. შეხვედრა გორში, თენგიზ ბურჯანაძის სახელობის სტადიონზე 21:00 საათზე დაიწყება.
საქართველოსა და რუმინეთის ახალგაზრდული ნაკრებები ერთმანეთს 2021 წლის სექტემბერში შეხვდნენ, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. აღსანიშნავია, რომ 2023 წლის ევროპის ჩემპიონატს სწორედ საქართველო და რუმინეთი უმასპინძლებენ.
საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრებს ექვსმატჩიანი წაუგებელი სერია აქვს. რამაზ სვანაძის გუნდმა ბოლო ექვსი შეხვედრიდან ხუთი მოიგო, ერთი კი ფრედ დაასრულა.
ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატი 2023 წლის 9 ივნისიდან 2 ივლისამდე გაიმართება. საქართველოში მატჩებს თბილისი (დინამო არენა და მიხეილ მესხი), ბათუმი და ფოთი უმასპინძლებენ. აღსანიშნავია, რომ ტურნირის ფინალური მატჩი ბათუმში ჩატარდება.
ყველა ახალი ამბავი
0