თბილისის რომელ უბნებს გაეთიშება ხვალ ელექტროენერგია

© Sputnik / Alexander Imedashviliღამის თბილისი
ღამის თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქის სხვადასხვა უბნებში ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეიზღუდება.
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. სააქციო საზოგადოება „თელასი" იუწყება, რომ 7 მაისს გეგმური სარემონტო სამუშაოების გამო დედაქალაქში ელექტროენერგიის მიწოდება შეიზღუდება.
ჩუღურეთის რაიონი
10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გიორგი კვინიტაძის და უზნაძის ქუჩების მოსახლეობას.
დიდუბის რაიონი
00:00 საათიდან 03:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: მტკვრის მარჯვენა სანაპიროს, ლუბლიანას, აკაკი ბელიაშვილის, ახმეტელის და ჩაჩავას ქუჩების მოსახლეობას.
კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.
ყველა ახალი ამბავი
0