თბილისში მარათონი Lisi Trail Festival გაიმართება

© Pixabay / Free-Photosმარათონის მონაწილეები
მარათონის მონაწილეები - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
გარბენს საქართველოს სამთო სირბილის ფედერაცია თბილისის მერიის მხარდაჭერითა და პარტნიორობით მართავს.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. თბილისში ლისის ტბის მიმდებარე ტერიტორიაზე სამთო გარბენი 7 მაისს გაიმართება. მისი ორგანიზატორია Lisi Trail Festival.

მარათონი მონაწილეობისთვის იწვევს როგორც დამწყებ, ისე პროფესიონალ მორბენლებს. თითოეულ მათგანს ექნება შესაძლებლობა გამოსცადოს საკუთარი თავი და აირჩიოს სასურველი დისტანცია 7-დან 62 კილომეტრამდე.

ფესტივალის ფარგლებში გარბენი ხუთ დისტანციაზე ჩატარდება. ყველა დისტანციის სტარტი და ფინიში წოდორეთის დამშრალ ტბაზეა. მონაწილეებს შესაძლებლობა აქვთ, დისტანცია საკუთარი შესაძლებლობების ან მომზადების დონის მიხედვით შეარჩიონ.
Fun Run 7 კილომეტრი – ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს მთაში სირბილის
Sprint – 10 კილომეტრი
Trail – 20 კილომეტრი
Marathon – 42 კილომეტრი
Ultra – 62 კილომეტრი გამოცდილი სპორტსმენებისთვის, ვისაც სურვილი აქვს გამოსცადოს საკუთარი გამძლეობა.
42 და 62 კილომეტრიან დისტანციებზე სტარტი 06:00 საათზეა დანიშნული, დანარჩენი დისტანციების გარბენები კი 10:00 საათზე დაიწყება.
ყველა ახალი ამბავი
0