თბილისის აეროპორტი უფრო მეტი თვითმფრინავის მიღებას შეძლებს

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისის საერთაშორისო აეროპორტი.
თბილისის საერთაშორისო აეროპორტი.  - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
აეროპორტის ტერიტორიაზე დამატებითი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო/სამანევრო ბილიკი აშენდა
თბილისი, 5 მაისი – Sputnik. თბილისის საერთაშორისო აეროპორტი, განხორციელებული რეკონსტრუქციის შედეგად, უფრო მეტი დიდი ზომის თვითმფრინავის მიღებას შეძლებს. ამის შესახებ ინფორმაციას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო ავრცელებს.
პრესსამსახურის ინფორმაციით, აეროპორტის ტერიტორიაზე დამატებითი ასაფრენ-დასაფრენი ზოლი და სამიმოსვლო/სამანევრო ბილიკი აშენდა. ჯამში აეროპორტს ექვსი ასეთი ბილიკი აქვს.
ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის თქმით, ახლა საქართველო უფრო მეტი სატვირთო თვითმფრინავის მიღებას და ამ მიმართულებით განვითარებას შეძლებს.

​„თბილისის საერთაშორისო აეროპორტში მზარდია ინტერესი ინვესტორების მხრიდან, რომ კარგო მიმართულება განვითარდეს. ჩვენს ქვეყანას აქვს პოტენციალი, რომ მოხდეს კარგო მიმართულების უფრო მეტად განვითარება და თბილისის საერთაშორისო აეროპორტმა კარგო ჰაბის როლი შეასრულოს“, - განაცხადა მინისტრმა.

2021 წელს თბილისის საერთაშორისო აეროპორტის გავლით 18,4 ათასი ტონა ტვირთი გადაიზიდა. სატვირთო გადაზიდვების პიკი 2016 წელს დაფიქსირდა, როდესაც ტვირთების მოცულობამ 34 ათას ტონას მიაღწია.
ყველა ახალი ამბავი
0