https://sputnik-georgia.com/20220506/saqartveloshi-giorgoba-aginishneba-266460871.html
საქართველოში გიორგობა აღინიშნება
საქართველოში გიორგობა აღინიშნება
Sputnik საქართველო
წმინდა გიორგი საქართველოს მფარველად ითვლება და ქართველ ერს ეს წმინდანი განსაკუთრებით უყვარს. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. 06.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-06T10:22+0400
2022-05-06T10:22+0400
2022-05-06T14:20+0400
საქართველო
საეკლესიო კალენდარი
საზოგადოება
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23823/02/238230239_0:80:2662:1577_1920x0_80_0_0_5fa89fa6a34b69bb5f5043a3a97cfc9f.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. დღეს საქართველოში გიორგობას აღნიშნავენ. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 23 ნოემბერს და 6 მაისს.6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის — ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოჰკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი. თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, შუბით გველეშაპის განმგმირავი, ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური რწმენის შემადგენელ ნაწილად იქცა და აღბეჭდილია სახელმწიფო გერბზე.წმინდა გიორგის მიმართ პატივის მიგება ქრისტიანობის დასაწყისიდან დღემდე გრძელდება. შუა საუკუნეებში წლის ყველა დღესთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმოიშვა წმინდა გიორგის 365 ლოცვა, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში წმინდა გიორგის პატივსაცემად ტაძარია აგებული.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/23823/02/238230239_0:0:2662:1998_1920x0_80_0_0_12b8d4bbf4ce38894475a9cf0fc57c69.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება
საქართველო, საეკლესიო კალენდარი, საზოგადოება
საქართველოში გიორგობა აღინიშნება
10:22 06.05.2022 (განახლებულია: 14:20 06.05.2022) წმინდა გიორგი საქართველოს მფარველად ითვლება და ქართველ ერს ეს წმინდანი განსაკუთრებით უყვარს. 6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. დღეს საქართველოში გიორგობას აღნიშნავენ. გიორგობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა აღევლინება.
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია წმინდა გიორგის ხსენებას წელიწადში ორჯერ აღნიშნავს – 23 ნოემბერს და 6 მაისს.
6 მაისი წმინდა დიდმოწამე გიორგის აღსრულების დღეა. წმინდა გიორგი ქართველი ერის მფარველად მიიჩნევა. წმინდანი მესამე საუკუნის მეორე ნახევარში კაბადოკიაში, მდიდარ ქრისტიანულ ოჯახში დაიბადა. მოგვიანებით წმინდა გიორგი რომის იმპერატორ დიოკლეტიანეს მმართველობის დროს მხედართმთავარი გახდა. ქრისტიანებზე დევნის დაწყების შემდეგ იგი იმპერატორს განუდგა. კერპთაყვანისმცემელმა რომის იმპერატორმა წმინდა გიორგის ქრისტეს უარყოფა მოსთხოვა. უფლის შეწევნით მან მრავალი სატანჯველი დაითმინა, მათ შორის — ბორბალზე გაკვრა. მისი თხოვნით უფალმა მიცვალებული მკვდრეთით აღადგინა. წმინდანს 303 წელს თავი მოჰკვეთეს. წმიდა გიორგი 30 წლის ასაკში ეწამა. იგი ეკლესიის ისტორიაში შევიდა, როგორც ძლევაშემოსილი და უძლეველი ზეციური მხედარი.
თეთრ ცხენზე ამხედრებული წმინდა გიორგი, შუბით გველეშაპის განმგმირავი, ქართული ცნობიერებისა და მართლმადიდებლური რწმენის შემადგენელ ნაწილად იქცა და აღბეჭდილია სახელმწიფო გერბზე.
წმინდა გიორგის მიმართ პატივის მიგება ქრისტიანობის დასაწყისიდან დღემდე გრძელდება. შუა საუკუნეებში წლის ყველა დღესთან დაკავშირებით საქართველოს სხვადასხვა კუთხეში წარმოიშვა წმინდა გიორგის 365 ლოცვა, ასევე საქართველოს ყველა რეგიონში წმინდა გიორგის პატივსაცემად ტაძარია აგებული.