https://sputnik-georgia.com/20220506/saparlamento-arcevnebis-catarebis-mizezi-ar-arsebobs-266484406.html
დეპუტატი: საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზეზი არ არსებობს
დეპუტატი: საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზეზი არ არსებობს
Sputnik საქართველო
ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შეუძლია პრეზიდენტს, თუ მთავრობა ნდობას ვერ დაიმსახურებს. 06.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-06T20:58+0400
2022-05-06T20:58+0400
2022-05-06T23:26+0400
პოლიტიკა საქართველოში
ახალი ამბები
საქართველო
საქართველოს პარლამენტი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/15/250409011_0:0:1776:999_1920x0_80_0_0_eaa96e44434347a7cbd06a315d14e09a.jpg
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რომ დაინიშნოს, მიზეზი უნდა არსებობდეს, ის კი არ არსებობს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ მიხეილ სარჯველაძემ.ვადამდელი არჩევნების თემა, რომელიც ქვეყანაში 2020 წლიდან არსებობს, ამჯერად პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ წამოსწია. მისი თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციის გრადუსის შემცირება მხოლოდ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს შეუძლია.საქართველოს კონსტიტუციით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს, თუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტი ნდობის ვოტუმს ვერ მიიღებენ.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e4/0c/15/250409011_61:0:1578:1138_1920x0_80_0_0_f2819b54a9003b291ff0ad19e760e3bf.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
პოლიტიკა საქართველოში, ახალი ამბები, საქართველო, საქართველოს პარლამენტი
დეპუტატი: საქართველოში ვადამდელი არჩევნების ჩატარების მიზეზი არ არსებობს
20:58 06.05.2022 (განახლებულია: 23:26 06.05.2022) ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შეუძლია პრეზიდენტს, თუ მთავრობა ნდობას ვერ დაიმსახურებს.
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები რომ დაინიშნოს, მიზეზი უნდა არსებობდეს, ის კი არ არსებობს, განაცხადა დეპუტატმა მმართველი პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოდან“ მიხეილ სარჯველაძემ.
ვადამდელი არჩევნების თემა, რომელიც ქვეყანაში 2020 წლიდან არსებობს, ამჯერად პარტია „სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, დეპუტატმა გიორგი ვაშაძემ წამოსწია. მისი თქმით, ქვეყანაში პოლარიზაციის გრადუსის შემცირება მხოლოდ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს შეუძლია.
„შემიძლია ვთქვა, რომ არავითარი მიზეზი, მათ შორის ისეთი, რომელიც კონსტიტუციაში წერია, და არც სხვა მიზეზი ობიექტურად არ არსებობს არც ვადამდელი არჩევნების ჩატარებისთვის და არც რაიმე სიმულაციური საფუძვლების შექმნისთვის ვადამდელი არჩევნებისთვის“, – განუცხადა სარჯველაძემ ჟურნალისტებს.
საქართველოს კონსტიტუციით, ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების დანიშვნა შეუძლია საქართველოს პრეზიდენტს, თუ ქვეყნის პრემიერ-მინისტრი და მისი კაბინეტი ნდობის ვოტუმს ვერ მიიღებენ.