ქუთაისის აეროპორტში მგზავრთნაკადის აღდგენა გრძელდება

© photo: Sputnik / Stringerქუთაისის აეროპორტი
ქუთაისის აეროპორტი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს.
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. მიმდინარე წლის აპრილში ქუთაისის დავით აღმაშენებლის სახელობის საერთაშორისო აეროპორტში მგზავრთნაკადმა, 2019 წლის ანალოგიური პერიოდთან შედარებით, 87% შეადგინა, ნათქვამია საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
2022 წლის აპრილში ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტი 59 ათასზე მეტ მგზავრს მოემსახურა. 2019 წლის აპრილში კი ეს მაჩვენებელი 67.530-ს შეადგენდა.
მგზავრთნაკადის გარდა, ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში დადებითი დინამიკა შეინიშნება ავიარეისების რაოდენობის აღდგენის კუთხითაც. აპრილში აეროპორტში რეისების 110% (240 რეისი) აღდგა. 2019 წლის აპრილში შესრულდა 219 რეისი.
ამ ეტაპისთვის ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში 5 ავიაკომპანია 14 ქვეყნის 25 მიმართულებით ოპერირებს.
კორონავირუსის პანდემიამდე ტურიზმის როლი საქართველოს ეკონომიკაში 10%-ს შეადგენდა, ამიტომაც ამ სფეროს აღდგენა ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია.
საერთაშორისო ავიამიმოსვლა საქართველომ 2021 წლის 1 თებერვლიდან აღადგინა.
ყველა ახალი ამბავი
0