თუ ღამით გეღვიძებათ, დახედეთ საათს: დრო გიკარნახებთ, რა გაწუხებთ ფიზიკურად და ემოციურად

© Pixabay / Katniss12მაღვიძარა
მაღვიძარა - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
სანამ ადამიანს სძინავს, მისი ტვინი ორგანიზმის აღდგენაზე მუშაობს. ამიტომაცაა ხანგრძლივი და უწყვეტი ძილი უმნიშვნელოვანესი ფაქტორი ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.
რა თქმა უნდა, ადამიანი ღამით შეიძლება წყურვილმა გააღვიძოს, ან დასცხეს და ფანჯრის გასაღებად ადგეს, ან საპირფარეშოში გასვლა მოუნდეს, მაგრამ თუ გაღვიძება ფიზიოლოგიურ მოთხოვნილებებთან არ არის დაკავშირებული და ეს ყოველ ღამე ხდება, უკვე დასაფიქრებელია.
როგორც აღმოსავლური მედიცინის სპეციალისტები აცხადებენ, ღამით გაღვიძების დრო პირდაპირ მიუთითებს, თუ რომელი ორგანოებია დისბალანსში და რომელი ემოცია უშლის ხელს მშვიდად დაძინებაში.

აღმოსავლური მედიცინის თანახმად, თუ გაგეღვიძათ ღამის:

23:00-დან 01:00 საათამდე — ე.ი. თქვენი ფიზიკური პრობლემა ნაღვლის ბუშტშია, ხოლო ემოციური — იმედგაცრუებაში, რომლის დათრგუნვასაც ცდილობთ საკუთარ თავში.
ხელახლა ჩასაძინებლად კომფორტულად დაჯექით საწოლში (შუქი არ აანთოთ), ხელისგულები მზის წნულის არეზე დაიდეთ და ცენტრიდან მარჯვნივ და მარცხნივ დაისვით ნეკნების ბოლომდე. აკეთეთ მასაჟი ნელა, დააკვირდით ხელების მოძრაობას. ეს ხელს შეუწყობს ნაღვლის ბუშტის არის მოდუნებასა და სუნთქვის ნორმალიზებას. უკვე რამდენიმე წუთის შემდეგ შვებას იგრძნობთ და დაგეძინებათ.
01:00-დან 03:00-მდე — დიდია ალბათობა, რომ ფიზიკურად ღვიძლის, ხოლო ემოციურად ბრაზის კონტროლის პრობლემები გაქვთ.
გამორიცხული არ არის, რომ წინა დღით განცდილი ნეგატიური მოგონებები გაღვიძებდეთ, რომლებიც ცუდ სიზმარში გადაიზარდა. არასასიამოვნო მომენტების ხელახლა განცდა შეუძლებელს ხდის დაძინებას. ამიტომ ჯობს ადგეთ და ბინაში გაიარ-გამოიაროთ.
კარგად დაადგით ტერფი იატაკს, რათა ზემოქმედება მოახდინოთ არხზე, რომელიც ღვიძლსა და ბრაზს უკავშირდება. იარეთ 5-10 წუთის განმავლობაში და ისევ დაიძინეთ. თუ პირველივე ცდაზე არ ჩაგეძინათ, განაგრძეთ ვარჯიში. რთულ შემთხვევებში ვარჯიშის გამეორება 2-3-ჯერ შეგიძლიათ.
03:00-დან 05:00 საათამდე — ფიზიკური პრობლემა ფილტვებშია, ემოციური — სევდაში.
ამ მომენტში მთავარი ამოცანაა ნორმალური სუნთქვა. დაჯექით საწოლში ვერტიკალურად, ჩასუნთქვისას ასწიეთ გამართული ხელები მაღლა, ამოსუნთქვისას კი ჩამოსწიეთ. გაიმეორეთ ვარჯიში რამდენჯერმე — გახსენით თქვენი ფილტვები და მიეცით მათ სუნთქვის საშუალება. ამის შემდეგ ძილი სწრაფად დაგიბრუნდებათ.
დილის 05:00-დან — თუ ღამით ადრე დაიძინეთ, მაშინ ეს იდეალური დროა გაღვიძებისთვის. მაგრამ თუ დასვენება არ გეყოთ და ძილის გაგრძელება გსურთ, მაგრამ არ გამოგდით, მაშინ თქვენი ამოცანა გაზრდილი ენერგიის „დაწევაა“.
ჩინელი ექიმების აზრით, მოსვენებულ მდგომარეობაში თქვენი სასიცოცხლო ძალების რეზერვი მუცლის ქვედა ნაწილში მდებარეობს. ამიტომ გაიკეთეთ მუცლის მასაჟი — წრიული მოძრაობებით, საათის ისრის მიმართულებით. ეს ვარჯიში გაღვიძებული ენერგიის დაქვეითებაში დაგეხმარებათ და თქვენც ძილის გაგრძელებას შეძლებთ.
ყველა ახალი ამბავი
0