რამდენი ხეტყე გაიჩეხა უკანონოდ: აპრილის მონაცემები

© photo: Sputnik / Konstantin Chalabovხეტყის ჩეხა
ხეტყის ჩეხა - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 211 კუბურ მეტრამდე ხის მასალა. დარღვევების უმრავლესობა იმერეთის რეგიონში დაფიქსირდა.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. მიმდინარე წლის აპრილში ხეტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 188 ფაქტი გამოვლინდა, მათ შორის 14 ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს შეიცავს, ნათქვამია გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ყველაზე მეტი შემთხვევა (40) დაფიქსირდა იმერეთის რეგიონში.
ვითარება სხვა რეგიონებში ამგვარია:
კახეთი - 39 ფაქტი
სამეგრელო-ზემო სვანეთი - 31
სამცხე-ჯავახეთი - 24
აჭარა - 17
შიდა ქართლი - 13
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 10
ქვემო ქართლი - 8
გურია - 2
მცხეთა-მთიანეთი 1.
რაც შეეხება თბილისს, აქ ხის მასალის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 3 ფაქტი გამოვლინდა.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 211 კუბურ მეტრამდე ხეტყე.
ამავე პერიოდში დაფიქსირდა სახერხი საამქროს ტექნიკური რეგლამენტის დარღვევის 60 ფაქტი. ასევე ამოღებულია 12 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი.
მასალები შემდგომი რეაგირებისთვის შესაბამის უწყებებშია გადაგზავნილი, აცხადებენ დეპარტამენტში.
საქართველოში 2021 წლის 1 იანვრიდან ამოქმედდა „საქართველოს ტყის კოდექსი“, რომელიც ტყეების აღრიცხვას და დანიშნულების მიხედვით მათ განსაზღვრას ითვალისწინებს.
საქართველოში ხეტყის ჭრა დაშვებულია მხოლოდ სპეციალურ ტერიტორიაზე და ისიც კონკრეტული ხეების. ხეტყის უკანონო მოჭრა ისჯება ჯარიმით, ან თავისუფლების აღკვეთით, თუ საუბარია იშვიათ ხეებზე ან ხეტყის ჭრაზე ნაკრძალში.
ყველა ახალი ამბავი
0