პროტესტი და სასამართლო: „ბორჯომის“ ქარხნის მუშების გეგმები

© photo: Sputnik"ბორჯომის" ქარხნის მუშები
ბორჯომის ქარხნის მუშები - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
პროფკავშირი ქარხნიდან 49 თანამშრომლის გათავისუფლების საკითხს სასამართლოში გაასაჩივრებს.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. „ბორჯომის“ ქარხნების მუშები მოვლენების განვითარების რამდენიმე ვარიანტისთვის ემზადებიან, რომელთა შორისაა გაფიცვა და სასამართლო დავა, განაცხადა სოფლის მეურნეობის, ვაჭრობისა და მრეწველობის მუშაკთა პროფკავშირის ხელმძღვანელმა გიორგი დიასამიძემ.
„ბორჯომის“ ორივე ქარხანაში 685 ადამიანია დასაქმებული. 29 აპრილს კომპანიამ IDS Borjomi განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე საომარი მოქმედებებით გამოწვეული ფინანსური პრობლემების გამო საქართველოში მდებარე ორ ქარხანას დროებით ხურავს. თანამშრომლებს ახალი პირობები შესთავაზეს, მათი ნაწილი ახალ პირობებს არ დათანხმდა და საპროტესტო აქცია დაიწყო.

„თანამშრომელთა უფლებების დასაცავად მუშაობის ორი მიმართულებით გაგრძელებას ვგეგმავთ“, – განაცხადა დიასამიძემ.

მისი თქმით, გუშინ ქარხნიდან 49 თანამშრომლის გათავისუფლებას პროფკავშირი სასამართლოში გაასაჩივრებს. კომპანიის წარმომადგენელთა თქმით, თანამშრომლების გათავისუფლება ქარხანაში რეორგანიზაციის ფარგლებში განხორციელდა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ კომპანიის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილება თანამშრომლების გათავისუფლების თაობაზე უკანონოა“, – აღნიშნა დიასამიძემ.
დიასამიძემ მოვლენების განვითარების მეორე მიმართულებად მოლაპარაკებები დაასახელა.
„მოლაპარაკებებისთვის ჩვენ ყველა შესაძლებლობას გამოვიყენებთ. და ვიდრე მედიაციის პროცესი მიმდინარეობს, თუ ქარხანა ამუშავდება, მაშინ თანამშრომლები სამუშაო ადგილებს დაუბრუნდებიან, ეს მათი მოვალეობაა“, – განაცხადა პროფკავშირის წარმომადგენელმა.
მისი თქმით, დასაქმებულებმა კომპანიის ხელმძღვანელობასა და ხელისუფლებას პირობების შესასრულებლად 21-დღიანი ვადა მისცეს. თუ მათი მოთხოვნები არ შესრულდება, ისინი მასშტაბურ აქციებს დაიწყებენ. ახალი კონტრაქტით თანამშრომლების გამომუშავებული ხელფასი ორჯერ მცირდება.

„ეს ადამიანები მზად არიან გაუარესებულ პირობებში 3 თვე იმუშაონ, ვიდრე კომპანია კრიზისს გაუმკლავდება, შემდეგ კი მათ სურთ მუშაობა ძველი კონტრაქტის პირობებით გააგრძელონ. თუ შეთანხმება ვერ მოხდება, პროტესტი გაგრძელდება და უფრო მასშტაბურ ხასიათს მიიღებს“, – განაცხადა დიასამიძემ.

საერთაშორისო კომპანია IDS Borjomi International სამიდან ერთ-ერთი უმსხვილესი მოთამაშეა მინერალური წყლების ბაზარზე დსთ-ისა და ბალტიის ქვეყნებში. ამჟამად IDS Borjomi International-ში შედიან: IDS Borjomi Georgia (საქართველო), IDS Group Ukraine (უკრაინა), IDS Borjomi Russia (რუსეთი), IDS Borjomi Azerbaijan (აზერბაიჯანი), IDS Borjomi Belarus (ბელარუსი) და IDS Borjomi Europe (ლიეტუვა).
კომპანია აწარმოებს ისეთ მინერალურ წყლებს, როგორიცაა „ბორჯომი“, „ლიკანი“, „ედელვაისი", „მორშინსკაია", „მირგოროდსკაია", „ტრუსკავეცკაია აკვა-ეკო“, „ტრუსკავეცკაია კრისტალნაია“, „წმინდა წყარო“ (Святой источник) და სხვ.
2013 წლიდან IDS Borjomi Georgia-ს საკონტროლო პაკეტის 60% ეკუთვნის რუსულ კონსორციუმ „ალფა-ჯგუფს“ (Альфа-Групп), რომლის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანი სანქცირებული რუსი მეწარმეების სიაში მოხვდა.
ყველა ახალი ამბავი
0