როდის დაიწყება ფოთისა და „კავკაზის“ პორტებს შორის საბორნე მიმოსვლა: გაირკვა თარიღი

© photo: Sputnik / Yuri Lashov / გადასვლა მედიაბანკშიბორანი
ბორანი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
სომხეთის მთავრობა სრულად დააფინანსებს ადგილობრივი ბიზნესისთვის ბორნის ხარჯებს.
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. შავ ზღვაზე ფოთის პორტსა და რუსულ „კავკაზს“ შორის რეგულარული საბორნე მიმოსვლა 15 მაისიდან ამოქმედდება, განაცხადა სომხეთის ეკონომიკის მინისტრმა ვაან კერობიანმა.
ამისთვის უკვე შერჩეულია ლოჯისტიკური კომპანია C&M International, რომელმაც „რუსეთის რკინიგზასთან“ და მის შვილობილ კომპანია „სამხრეთ კავკასიის რკინიგზასთან“ უკვე დადო ხელშეკრულებები.
კომპანიამ იჯარით უნდა აიღოს ბორანი და ფოთის პორტიდან პორტ „კავკაზის“ მიმართულებით კვირაში ორი რეისი შეასრულოს.
ბორანი გათვლილია 50 სატვირთოსა და 40 ვაგონზე, იუწყება „Sputnik-სომხეთი“.
სარკინიგზო ბორანი - Sputnik საქართველო, 1920, 13.07.2020
სომხეთი ლარსის ალტერნატივის იმედს არ კარგავს
ამასთან, მთავრობა სრულად დააფინანსებს ადგილობრივი ბიზნესისთვის ბორნის ხარჯებს. შესაბამისად, ბიზნესს მოუწევს მხოლოდ სარკინიგზო გადაზიდვების ხარჯების გადახდა (სომხეთიდან ფოთამდე და შემდგომ „კავკაზის“ პორტიდან რუსეთის ტერიტორიაზე).
თავის მხრივ, სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ სუბსიდია გაიცემა იმისთვის, რათა ბორანმა რეისები რეგულარულად განახორციელოს და ბიზნესისთვის პროგნოზირებადი ტრანსპორტი გახდეს.

„ადრე ბორანი გადიოდა ტვირთის შევსების მიხედვით, ახლა კი იგი დადგენილ დღეებსა და საათებში გავა, მიუხედავად მისი დატვირთულობისა. ასეთი რეგულარობა ბიზნესისთვის მიმზიდველი უნდა გახდეს“, – აღნიშნა ფაშინიანმა.

ბორნით შეუძლიათ ისარგებლონ ხილისა და ბოსტნეულის ექსპორტიორებს, რომლებსაც ივნისიდან მკვეთრად გაეზრდებათ სეზონური გადაზიდვები რუსეთში.
ყველა ახალი ამბავი
0