https://sputnik-georgia.com/20220506/opozicia-uwyvet-aqciebs-aanonsebs-266488821.html
ოპოზიცია თბილისსა და ბათუმში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით უწყვეტ აქციებს აანონსებს
ოპოზიცია თბილისსა და ბათუმში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით უწყვეტ აქციებს აანონსებს
Sputnik საქართველო
პერმანენტული აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ უზრუნველყოფილი არ იქნება სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა. 06.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-06T23:18+0400
2022-05-06T23:18+0400
2022-05-07T00:08+0400
პოლიტიკა საქართველოში
მიხეილ სააკაშვილი
ახალი ამბები
საქართველო
თბილისი დღეს
ბათუმი
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/04/266426827_0:120:1280:840_1920x0_80_0_0_57f86070ff026805cbe44a0b08b910f8.jpg
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქციების სეზონი გახსნა. პარტია პირობას დებს, რომ თბილისსა და ბათუმში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად უწყვეტ აქციებს გამართავს.ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას არ მკურნალობენ სათანადოდ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.„ნაციონალური მოძრაობის“ პირველი აქცია პარტიის ოფისთან შეკრება გახდა, ხოლო შემდეგ – საავტომობილო მსვლელობა რუსთავის ციხის მიმართულებით.ბათუმში მთავრობის სახლთან პარტიის წარმომადგენლებმა რამდენიმე კარავი გაშალეს. ისინი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.სააკაშვილი როტერდამში „ევროპის სახალხო პარტიის“ ყრილობაზე მიიწვიეს>>სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა. თავად სააკაშვილი, მისი ახლობლები, ადვოკატები და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.ოჯახმა საპროტესტო აქციები წამოიწყო სააკაშვილის მკურნალობის მიზნით შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით.
საქართველო
ბათუმი
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e6/05/04/266426827_0:0:1280:960_1920x0_80_0_0_b1730722bdf4737d2bc5c5032a16add0.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ბათუმი
პოლიტიკა საქართველოში, მიხეილ სააკაშვილი , ახალი ამბები, საქართველო, თბილისი დღეს, ბათუმი
ოპოზიცია თბილისსა და ბათუმში სააკაშვილის გათავისუფლების მოთხოვნით უწყვეტ აქციებს აანონსებს
23:18 06.05.2022 (განახლებულია: 00:08 07.05.2022) პერმანენტული აქციები გაგრძელდება მანამ, სანამ უზრუნველყოფილი არ იქნება სააკაშვილის ფუნდამენტური უფლებები, განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა.
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. „ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ“ აქციების სეზონი გახსნა. პარტია პირობას დებს, რომ თბილისსა და ბათუმში ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერად უწყვეტ აქციებს გამართავს.
ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას არ მკურნალობენ სათანადოდ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.
„დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ბათუმსა და თბილისში იწყებს გამოსვლებს. ეს იქნება პერმანენტული და უწყვეტი აქციები, ვიდრე არ იქნება მიღწეული მიხეილ სააკაშვილისთვის ფუნდამენტური უფლებების უზრუნველყოფა“, – განაცხადა პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა ნუგზარ წიკლაურმა.
„ნაციონალური მოძრაობის“ პირველი აქცია პარტიის ოფისთან შეკრება გახდა, ხოლო შემდეგ – საავტომობილო მსვლელობა რუსთავის ციხის მიმართულებით.
ბათუმში მთავრობის სახლთან პარტიის წარმომადგენლებმა რამდენიმე კარავი გაშალეს. ისინი სააკაშვილის სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანას მოითხოვენ.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად გაუარესდა, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა. თავად სააკაშვილი, მისი ახლობლები, ადვოკატები და პარტია „ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტპატიმრად მიიჩნევენ.
ოჯახმა საპროტესტო აქციები წამოიწყო სააკაშვილის მკურნალობის მიზნით შესაბამის სამედიცინო დაწესებულებაში გადაყვანის მოთხოვნით.