მეორე მსოფლიო ომის რამდენი ვეტერანია საქართველოში

© photo: Sputnikმეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იროდიონ ტაბატაძე
მეორე მსოფლიო ომის ვეტერანი იროდიონ ტაბატაძე - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. საქართველოში მეორე მსოფლიო ომის 172 ვეტერანი ცხოვრობს, განუცხადეს „Sputnik-საქართველოს“ ვეტერანთა კავშირის პრეს-სამსახურში.
ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში მცხოვრები 172 ვეტერანიდან ყველაზე ხანდაზმული ალექსანდრე ბუსკივაძეა, რომელსაც 1 ივლისს 104 წელი შეუსრულდება.

ქალებს შორის ყველაზე ხანდაზმულია მერი მაღრაძე – 1 მაისს მას 103 წელი შეუსრულდა. მეორე მსოფლიო ომის ყველაზე ახალგაზრდა ვეტერანი საქართველოში ამ დროისთვის ლენინგრადის ალყის მონაწილე სვეტლანა ეფიმოვაა, რომელიც 1938 წლის 3 ივლისს დაიბადა. ამ ზაფხულს მას 84 წელი შეუსრულდება.

მიუხედავად იმისა, რომ იმ დროს ეფიმოვა ბავშვი იყო (ლენინგრადის ბლოკადა 1941 წლის 8 სექტემბერი - 1944 წლის 27 იანვარი), კანონის თანახმად, ყველა, ვინც ბლოკადა გამოიარა, ომის ვეტერანად ითვლება.
საომარი მდგომარეობა ევროპაში 1945 წლის 8 მაისს გერმანიის მიერ კაპიტულაციის გამოცხადების შემდეგ დასრულდა. 9 მაისი ფაშიზმზე გამარჯვების დღედ გამოცხადდა.
მეორე მსოფლიო ომში საქართველოდან 700 ათასამდე ადამიანი წავიდა, აქედან უკან თითქმის ნახევარი ვერ დაბრუნდა. ათობით ათასი დაჯილდოვდა სამთავრობო ჯილდოებით, 167 საბჭოთა კავშირის გმირი გახდა.
მათგან ყველაზე ცნობილია უმცროსი სერჟანტი მელიტონ ქანთარია (1921-1993), რომელმაც 1945 წლის მაისში მიხაილ ეგოროვთან ერთად გამარჯვების დროშა აღმართა რაიხსტაგზე.
ყველა ახალი ამბავი
0