ნალექი ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე - 6 მაისის პროგნოზი

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliთბილისი
თბილისი - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. სინოპტიკოსების პროგნოზით, საქართველოს მთელ ტერიტორიაზე ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება, თუმცა ჰაერის ტემპერატურა შედარებით მოიმატებს, იუწყება გარემოს ეროვნული სააგენტო.
6 მაისს როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში კვლავ ხანმოკლე წვიმა და ელჭექია ნავარაუდევი, ზოგან შესაძლებელია სეტყვაც. ჰაერის ტემპერატურა დღისით პლუს 13-18 გრადუსი იქნება.
სინოპტიკოსების პროგნოზით, 6 მაისს თბილისში ღრუბლიანი და ნალექიანი ამინდი შენარჩუნდება. ღამით ჰაერის მინიმალური ტემპერატურა პლუს 9 გრადუსი იქნება, დღისით კი პლუს 15 გრადუსამდე დათბება. ქარის სიჩქარე წამში 10-15 მეტრი იქნება.
ყველა ახალი ამბავი
0