https://sputnik-georgia.com/20220506/grigol-vashadze-politikidan-wasvla-surs-266476749.html
მომბეზრდა „ზაზუნას დღე“: გრიგოლ ვაშაძეს პოლიტიკიდან წასვლა სურს
მომბეზრდა „ზაზუნას დღე“: გრიგოლ ვაშაძეს პოლიტიკიდან წასვლა სურს
Sputnik საქართველო
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე... 06.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-06T16:41+0400
2022-05-06T16:41+0400
2022-05-06T22:13+0400
საქართველო
პოლიტიკა საქართველოში
საზოგადოებრივი აზრი
ახალი ამბები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24319/22/243192229_0:19:3067:1744_1920x0_80_0_0_1287d8df061d34ee96ddd7f8113d6e9c.jpg
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკიდან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს.ამ დროისათვის ვაშაძე მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატია, მან მანდატი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიით მიიღო, თუმცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტია დატოვა და განაცხადა, რომ არ ეთანხმება უმრავლესობის ტაქტიკას. მისთვის კიდევ უფრო მიუღებელი გახდა პარტიული სტრატეგიის არარსებობა.პოლიტიკოსის თქმით, მისთვის გასაგებია, რომ რაღაც სასარგებლო და საჭირო კეთდება იმ ორ საპარლამენტო – საგარეო ურთიერთობებისა და კულტურის კომიტეტებში, რომლის წევრიც ის არის, „მაგრამ ეს ხომ არ წყვეტს ყველაფერს“. „როდესაც ციყვივით ბორბალში ტრიალებ მუდმივად, საღამოს დაჯდები და ფიქრობ, რატომ ვპარავ ჩემს თავს დროს, რომელიც ჩემს მეგობრებთან, ჩემს ოჯახთან შეიძლება გავატარო. შეიძლება არც ამოვწურო ეს პარლამენტი, იმიტომ რომ არაფრისგან ისე არ ვიღლები და ნერვები არ მეშლება, როგორც უიმედო საქმისგან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.გრიგოლ ვაშაძე ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატია. საქართველოში დაბრუნებამდე იგი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მას რიგი საკვანძო პოსტები ეკავა: 2008 წლის ნოემბერიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში იყო კულტურისა და სპორტის მინისტრი, 2008 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. აღნიშნულ პერიოდში ვაშაძემ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადა.2018 წელს გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი იყო.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24319/22/243192229_221:0:2950:2047_1920x0_80_0_0_1fc6cbfef8f9eb3984b783fddd1556f8.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოებრივი აზრი , ახალი ამბები
საქართველო, პოლიტიკა საქართველოში, საზოგადოებრივი აზრი , ახალი ამბები
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს საგარეო საქმეთა ყოფილი მინისტრი, ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე პოლიტიკიდან წასვლაზე სერიოზულად ფიქრობს.
ამ დროისათვის ვაშაძე მეათე მოწვევის პარლამენტის დეპუტატია, მან მანდატი „ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიით მიიღო, თუმცა 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ პარტია დატოვა და განაცხადა, რომ არ ეთანხმება უმრავლესობის ტაქტიკას. მისთვის კიდევ უფრო მიუღებელი გახდა პარტიული სტრატეგიის არარსებობა.
„მე ჩემი თავის გარდა არავის აღარ წარმოვადგენ და, მადლობა ღმერთს, ძალიან ბედნიერი ვარ. საერთოდ იმაზე ვფიქრობ, როგორ დავამრგვალო ეს ისტორია და პოლიტიკიდან წავიდე. პატიოსნად გეუბნებით, სერიოზულად ვფიქრობ ამაზე. ამომივიდა ყელში „ზაზუნას დღე“, – განაცხადა ვაშაძემ ტელეკომპანია „TV პირველის“ ტოკშოუ „რეაქციაში“.
პოლიტიკოსის თქმით, მისთვის გასაგებია, რომ რაღაც სასარგებლო და საჭირო კეთდება იმ ორ საპარლამენტო – საგარეო ურთიერთობებისა და კულტურის კომიტეტებში, რომლის წევრიც ის არის, „მაგრამ ეს ხომ არ წყვეტს ყველაფერს“.
„როდესაც ციყვივით ბორბალში ტრიალებ მუდმივად, საღამოს დაჯდები და ფიქრობ, რატომ ვპარავ ჩემს თავს დროს, რომელიც ჩემს მეგობრებთან, ჩემს ოჯახთან შეიძლება გავატარო. შეიძლება არც ამოვწურო ეს პარლამენტი, იმიტომ რომ არაფრისგან ისე არ ვიღლები და ნერვები არ მეშლება, როგორც უიმედო საქმისგან“, – განაცხადა გრიგოლ ვაშაძემ.
გრიგოლ ვაშაძე ქართველი სახელმწიფო მოღვაწე და დიპლომატია. საქართველოში დაბრუნებამდე იგი საბჭოთა კავშირის საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობდა. მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში მას რიგი საკვანძო პოსტები ეკავა: 2008 წლის ნოემბერიდან დეკემბრის ჩათვლით პერიოდში იყო კულტურისა და სპორტის მინისტრი, 2008 წლის დეკემბრიდან 2012 წლის ოქტომბრამდე კი საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი. აღნიშნულ პერიოდში ვაშაძემ რუსეთის მოქალაქეობაზე უარი ოფიციალურად განაცხადა.
2018 წელს გრიგოლ ვაშაძე საქართველოს საპრეზიდენტო არჩევნებში გაერთიანების „ძალა ერთობაშია“ კანდიდატი იყო.