https://sputnik-georgia.com/20220506/gabunia-tengiz-cercvadze-tanamdebobaze-rcheba-266475523.html
თამარ გაბუნია: თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე
თამარ გაბუნია: თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე
Sputnik საქართველო
მინისტრის მოადგილის თქმით, თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და დამსახურებული ექიმია. 06.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-06T16:25+0400
2022-05-06T16:25+0400
2023-08-17T18:17+0400
საქართველო
საზოგადოება
ახალი ამბები
covid-19
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/15/250670830_0:31:1024:607_1920x0_80_0_0_ef63d643a509d48c6bd72a88e23c4412.png
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აღნიშნულ თანამდებობას არ ტოვებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.ამ დღეებში მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. მოგვიანებით გავრცელდა ცერცვაძის განცხადებაც, სადაც მან აღიარა, რომ სამსახურიდან წასვლაზე ნამდვილად ფიქრობს ერთი მიზეზის გამო – ძალიან განაწყენებული და შეურაცხყოფილია მის მიმართ წაყენებული ბრალდებებისა და ცილისწამების გამო.მინისტრის მოადგილის თქმით, ცერცვაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და დამსახურებული ექიმია.საკუთარი განცხადებაში ცერცვაძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი COVID-19-ის მართვისთვის გამოყოფილი 1 მილიარდი ლარის მითვისებაში დაადანაშაულეს. ინფექციონისტის თქმით, მთელი პანდემიის პერიოდში მისი შემოსავლები ერთი ლარითაც არ გაზრდილა, მეტიც, ის იმ დანამატსაც არ იღებდა, რომელიც მთავრობამ კოვიდ-პაციენტებთან მუშაობისთვის გამოყო. ცერცვაძემ მწუხარება გამოთქვა იმის გამოც, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ცდილობს დაადანაშაულოს ის და სხვა მედიკოსები კოვიდ-პაციენტების ცუდ მართვაში, პაციენტების და საწოლ-ფონდის რაოდენობით მანიპულირებაში და ა.შ.თენგიზ ცერცვაძე ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელია. ცენტრი ქვეყნის პირველი სამედიცინო დაწესებულება გახდა, რომელმაც 2020 წლის თებერვალში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მიიღო.ცერცვაძემ კარიერა ჯერ კიდევ საბჭოთა დროს დაიწყო იმუნოლოგიის სფეროში აივ–შიდსთან ბრძოლის სფეროში და შიდსის კვლევის ცენტრი დააარსა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მსოფლიოში პირველი პროგრამის – С ჰეპატიტის აღმოფხვრის შემუშავებაში, რომელიც 2015 წელს დაიწყო.პროგრამის წყალობით საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, იმკურნალონ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ (Gilead Sciences) ძვირადღირებული მედიკამენტებით.ერთ-ერთ ინტერვიუში ცერცვაძემ, რომელიც 70 წლისაა და რომელიც უკვე დიდი ხანია კიბოს ებრძვის, აღიარა, რომ მთელი მისი ცხოვრების მიზანი ასეთ ინფექციებთან ბრძოლა იყო, რათა რისკისთვის სახეში ჩაეხედა. მისი თქმით, ეს მისთვის უზარმაზარი აზარტია მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლისათვის ძალიან საშიშია.
საქართველო
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/07e5/01/15/250670830_87:0:936:637_1920x0_80_0_0_49e7a547c12c06fbfff8014423b75675.pngSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
საქართველო, საზოგადოება, ახალი ამბები, covid-19
თამარ გაბუნია: თენგიზ ცერცვაძე რჩება თანამდებობაზე
16:25 06.05.2022 (განახლებულია: 18:17 17.08.2023) მინისტრის მოადგილის თქმით, თენგიზ ცერცვაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და დამსახურებული ექიმია.
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. თბილისის ინფექციური საავადმყოფოს გენერალური დირექტორი თენგიზ ცერცვაძე აღნიშნულ თანამდებობას არ ტოვებს, განაცხადა ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ თამარ გაბუნიამ.
ამ დღეებში მასმედიაში გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, რომ თენგიზ ცერცვაძე თანამდებობას ტოვებს. მოგვიანებით გავრცელდა ცერცვაძის განცხადებაც, სადაც მან აღიარა, რომ სამსახურიდან წასვლაზე ნამდვილად ფიქრობს ერთი მიზეზის გამო – ძალიან განაწყენებული და შეურაცხყოფილია მის მიმართ წაყენებული ბრალდებებისა და ცილისწამების გამო.
„ბატონ თენგიზთან ჩვენ გვაქვს ყოველდღიური სამუშაო ურთიერთობა და პროცესი ჩვეულებრივ რეჟიმში გრძელდება. იგი რჩება თანამდებობაზე და ვაგრძელებთ ჩვეულ რეჟიმში მუშაობას კოვიდისა და დღეისათვის აქტუალურ სხვა საკითხებზე“, – განაცხადა გაბუნიამ.
მინისტრის მოადგილის თქმით, ცერცვაძე საქართველოში ერთ-ერთი ყველაზე გამოცდილი და დამსახურებული ექიმია.
საკუთარი განცხადებაში ცერცვაძემ უკმაყოფილება გამოთქვა იმასთან დაკავშირებით, რომ იგი COVID-19-ის მართვისთვის გამოყოფილი 1 მილიარდი ლარის მითვისებაში დაადანაშაულეს. ინფექციონისტის თქმით, მთელი პანდემიის პერიოდში მისი შემოსავლები ერთი ლარითაც არ გაზრდილა, მეტიც, ის იმ დანამატსაც არ იღებდა, რომელიც მთავრობამ კოვიდ-პაციენტებთან მუშაობისთვის გამოყო.
ცერცვაძემ მწუხარება გამოთქვა იმის გამოც, რომ საზოგადოების გარკვეული ნაწილი ცდილობს დაადანაშაულოს ის და სხვა მედიკოსები კოვიდ-პაციენტების ცუდ მართვაში, პაციენტების და საწოლ-ფონდის რაოდენობით მანიპულირებაში და ა.შ.
თენგიზ ცერცვაძე ინფექციური პათოლოგიების, შიდსისა და კლინიკური იმუნოლოგიის სამეცნიერო-პრაქტიკული ცენტრის ხელმძღვანელია. ცენტრი ქვეყნის პირველი სამედიცინო დაწესებულება გახდა, რომელმაც 2020 წლის თებერვალში კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მიიღო.
ცერცვაძემ კარიერა ჯერ კიდევ საბჭოთა დროს დაიწყო იმუნოლოგიის სფეროში აივ–შიდსთან ბრძოლის სფეროში და შიდსის კვლევის ცენტრი დააარსა. მან მნიშვნელოვანი როლი შეასრულა მსოფლიოში პირველი პროგრამის – С ჰეპატიტის აღმოფხვრის შემუშავებაში, რომელიც 2015 წელს დაიწყო.
პროგრამის წყალობით საქართველოს მოქალაქეებს გაუჩნდათ შესაძლებლობა, იმკურნალონ ამერიკული ფარმაცევტული კომპანია „გილეადის“ (Gilead Sciences) ძვირადღირებული მედიკამენტებით.
ერთ-ერთ ინტერვიუში ცერცვაძემ, რომელიც 70 წლისაა და რომელიც უკვე დიდი ხანია კიბოს ებრძვის, აღიარა, რომ მთელი მისი ცხოვრების მიზანი ასეთ ინფექციებთან ბრძოლა იყო, რათა რისკისთვის სახეში ჩაეხედა. მისი თქმით, ეს მისთვის უზარმაზარი აზარტია მიუხედავად იმისა, რომ სიცოცხლისათვის ძალიან საშიშია.