დეპუტატი: სააკაშვილი უპერსპექტივო პოლიტიკური ფიგურაა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliმიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია
მიხეილ სააკაშვილის მხარდამჭერი აქცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
თბილისი, 6 მაისი — Sputnik. საქართველოს ექს-პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის, როგორც პერსპექტიული პოლიტიკური ფიგურის როლი თითქმის ამოწურულია, განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა თამარ ტალიაშვილმა.
თავად სააკაშვილი, მისი ნათესავები, ადვოკატები და „ნაციონალური მოძრაობა“ მას პოლიტიკურ პატიმრად მიიჩნევენ. ექს-პრეზიდენტის ოჯახმა უკვე დაიწყო მისი გათავისუფლების და მკურნალობის მოთხოვნით საპროტესტო აქციები, მათ შორის გეგმავს მსხვილმასშტაბიან მანიფესტაციას.

„მიხეილ სააკაშვილის, როგორც პერსპექტიული პოლიტიკური ფიგურის როლი ჩვენს საზოგადოებაში თითქმის განულებულია... „ნაციონალურ მოძრაობას“ რჩება ერთადერთი გეგმა – ესაა დესტრუქცია და არეულობა ქვეყანაში“, – განაცხადა ტალიაშვილმა.

ადვოკატები, ოჯახის წევრები და თავად სააკაშვილი ამტკიცებენ, რომ მას სათანადოდ არ მკურნალობენ და რომ ის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, ამიტომ საჭიროა მისი საზღვარგარეთ მკურნალობა.
სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობა გაუარესდა 50-დღიანი შიმშილობის შედეგად, რომელიც მან დაპატიმრებისთანავე გამოაცხადა.
ყველა ახალი ამბავი
0