ზუგდიდი-მესტიის საავტომობილო გზაზე ავარიას 22 წლის ბიჭი ემსხვერპლა

© photo: Sputnik / Alexander Imedashviliსაპატრულო პოლიცია
საპატრულო პოლიცია - Sputnik საქართველო, 1920, 06.05.2022
გამოწერა
სწრაფად მიმავალი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და სოფელ ხაიშის მიმდებარედ მანქანა ხევში გადავარდა.
თბილისი, 6 მაისი – Sputnik. ზუგდიდი–მესტიის დამაკავშირებელ საავტომობილო გზაზე მომხდარ ავარიას 22 წლის ბიჭის სიცოცხლე ემსხვერპლა. ინფორმაციას ტელეკომპანია „იმედი“ ავრცელებს.
ტრაგიკული შემთხვევა გუშინ, გვიან საღამოს სოფელ ხაიშის მიმდებარედ მოხდა. ტელეარხის ცნობით, სწრაფად მოძრავი ავტომობილის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა და მანქანა ხევში გადავარდა. ავტომობილში მხოლოდ ახალგაზრდა მამაკაცი იმყოფებოდა.
მაშველებმა ცხედარი ხევიდან უკვე ამოიყვანეს. ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცველები.
წყარო: ტელეკომპანია „იმედი"
ყველა ახალი ამბავი
0