Праздничное оформление - Sputnik საქართველო, 1920
ყვითელი ამბები
სელებრითების ცხოვრება საზოგადოების საყვარელი თემაა. ქართველი და უცხოელი ცნობადი სახეების ცხოვრება, სასიყვარულო ისტორიები, ჩაცმის სტილი მუდმივი განხილვის საგანია. სელებრითების შესახებ ახალ ამბებს გაეცანით Sputnik საქართველოს ვებგვერდზე

„ჩვენი ოჯახი ერთ პატარა მესიჯს შეეწირა“ - ხატია შამუგიას აღიარება

© courtesy of Khatia Shamugiaხატია შამუგია
ხატია შამუგია - Sputnik საქართველო, 1920, 05.05.2022
გამოწერა
რადიოწამყვანმა ქმართან დაშორებაზე ისაუბრა.
რადიოწამყვანმა ხატია შამუგიამ „ღამის პრაიმტაიმის“ ეთერში „ქუჩის ბიჭების“ წევრთან გურამიკო ლომიძესთან დანგრეული ოჯახის შესახებ ისაუბრა.

„თამამად ვიტყვი, რომ ძალიან ვარსკვლავი ქმარი მყავდა, ამიტომ რთული იყო – სადარბაზოში დაწერილი წარწერები, გოგონები, საჩუქრები. ამას მორალური სიძლიერე სჭირდება. ძალიან პატარები ვიყავით, როდესაც ოჯახი შევქმენით. ახლა მეცინება იმ ერთი პატარა მესიჯის გამო, რომელსაც ჩვენი ოჯახი შეეეწირა, თუმცა სწორი გადაწყვეტილება იყო“, – აღნიშნა ხატიამ.

მისი თქმით, ერთ შეცდომას მეორე მიემატება, მეორეს – მესამე და დასანგრევი ოჯახი მაინც დაინგრევა.
„ამ ქვეყანაზე, არ ვიცი, ვინ დადის გურამიკოზე ძვირფასი. ჩვენ სწორ დროს დავიშალეთ, სანამ მონასტერი ბოლომდე აირეოდა“, – ამბობს რადიოწამყვანი. წყვილს საერთო ვაჟი ნიკუშა ჰყავს, რომელიც ამჟამად ამერიკაში სწავლობს.
ყველა ახალი ამბავი
0