https://sputnik-georgia.com/20220505/vegeterianeloba-da-veganoba-bavsvebsi-mecnieruli-kvlevis-sedegebi-266448850.html
ვეგანობა ბავშვებში: საფრთხეები და სარგებელი - დადგინდა მეცნიერულად
ვეგანობა ბავშვებში: საფრთხეები და სარგებელი - დადგინდა მეცნიერულად
Sputnik საქართველო
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარებმა ვეგანი და ვეგეტარიანელი ბავშვების ჯანმრთელობა შეისწავლეს და საინტერესო დასკვნები... 05.05.2022-ს, Sputnik საქართველო
2022-05-05T15:25+0400
2022-05-05T15:25+0400
2023-08-17T10:48+0400
მსოფლიო მეცნიერული კვლევები
საზოგადოება
რჩევები მშობლებს
ექიმის რჩევები
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24390/66/243906612_0:0:1920:1080_1920x0_80_0_0_6380eea3e5e524f22f469de9ff155a3d.jpg
თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარებმა ვეგანი და ვეგეტარიანელი ბავშვების ჯანმრთელობა შეისწავლეს და საინტერესო დასკვნები გამოიტანეს.კვლევაში მონაწილეობდა 5-დან 10 წლამდე ასაკის 187 ბავშვი. აქედან 63 ვეგეტარიანელი იყო, 52 — ვეგანი, ხოლო 72 — „ყველაფრის მჭამელი“, ანუ ვინც რაიმე სპეციალურ კვებაზე არ იმყოფებოდა. ეს უკანასკნელები კვლევაში საკონტროლო ჯგუფის სახით იყვნენ ჩართული.შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ:ყველაზე მეტად მეცნიერები გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ ვეგეტერიანელი და ხორცის მჭამელი ბავშვების გულ-სისხლძრაღვთა პროფილებში პრაქტიკულად ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი განსხვავება.მკვლევარების დასკვნით, ვეგეტარიანელმა და, განსაკუთრებით, ვეგანებმა უნდა აკონტროლონ კალციუმის, B12-სა და D ვიტამინების დონეები, რათა თავიდან აიცილონ ოსტეოპოროზის შემდგომი განვითარება და შეამცირონ მოტეხილობების რისკი.
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
2022
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
ახალი ამბები
ka_KA
Sputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
https://cdnn1.img.sputnik-georgia.com/img/24390/66/243906612_85:0:1689:1203_1920x0_80_0_0_6bcedd0370685f2ab4d02f0dc6ba9653.jpgSputnik საქართველო
media@sputniknews.com
+74956456601
MIA „Rossiya Segodnya“
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, საზოგადოება, რჩევები მშობლებს, ექიმის რჩევები
მსოფლიო მეცნიერული კვლევები, საზოგადოება, რჩევები მშობლებს, ექიმის რჩევები
ვეგანობა ბავშვებში: საფრთხეები და სარგებელი - დადგინდა მეცნიერულად
15:25 05.05.2022 (განახლებულია: 10:48 17.08.2023) თბილისი, 5 მაისი — Sputnik. ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის მკვლევარებმა ვეგანი და ვეგეტარიანელი ბავშვების ჯანმრთელობა
შეისწავლეს და საინტერესო დასკვნები გამოიტანეს.
კვლევაში მონაწილეობდა 5-დან 10 წლამდე ასაკის 187 ბავშვი. აქედან 63 ვეგეტარიანელი იყო, 52 — ვეგანი, ხოლო 72 — „ყველაფრის მჭამელი“, ანუ ვინც რაიმე სპეციალურ კვებაზე არ იმყოფებოდა. ეს უკანასკნელები კვლევაში საკონტროლო ჯგუფის სახით იყვნენ ჩართული.
შედეგად მეცნიერებმა დაადგინეს, რომ:
ვეგან ბავშვებს გულ-სისხლძარღვთა სისტემა ბევრად ჯანმრთელი ჰქონდათ, ვიდრე ვეგეტერიანელებსა და „ყველაფრის მჭამელებს“;
სამაგიეროდ ვეგანები საგრძნობლად ჩამორჩებოდნენ დანარჩენ ბავშვებს სიმაღლით (საშუალოდ 3 სანტიმეტრით);
ამასთან ვეგანებს აღენიშნებოდათ ვიტამინ B12-ის დეფიციტი;
ვეგანი ბავშვების ძვლებში მნიშვნელოვანი მინერალური ნივთიერებების შემცველობა, სხვა ბავშვებთან შედარებით, 4-6%-ით ნაკლები იყო;
ვეგანებს ცუდი ქოლესტერინი და ცხიმის შემცველობა 25%-ით ნაკლები ჰქონდათ.
ყველაზე მეტად მეცნიერები გააკვირვა იმ ფაქტმა, რომ ვეგეტერიანელი და ხორცის მჭამელი ბავშვების გულ-სისხლძრაღვთა პროფილებში პრაქტიკულად ვერ აღმოაჩინეს ვერანაირი განსხვავება.
მკვლევარების დასკვნით, ვეგეტარიანელმა და, განსაკუთრებით, ვეგანებმა უნდა აკონტროლონ კალციუმის, B12-სა და D ვიტამინების დონეები, რათა თავიდან აიცილონ ოსტეოპოროზის შემდგომი განვითარება და შეამცირონ მოტეხილობების რისკი.